MDF: ფინანსთა სამინისტროს ვიდეორგოლი, სავარაუდოდ, უკანონოა
მედიის განვითარების ფონდი აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ტელევიზიებში განთავსებული ფინანსთა სამინისტროს ვიდეორგოლი, სავარაუდოდ არაკანონიერია და უწყებებს მის შესწავლას სთხოვს.
MDF მიიჩნევს, რომ 2016 წლის 16-17 ივლისს ტელეკომპანიების რუსთავი 2-ის, იმედისა და მაესტროს ეთერში განთავსებული ვიდეორგოლის საარჩევნო და მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობასთან შეუსაბამოა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მისი განხილვის თხოვნით მიმართავს.
ვიდეორგოლი ეწინააღმდეგება სოციალური რეკლამის დეფინიციას, რომელიც მაუწყებელთა კანონშია მოცემული
სადავო ვიდეო რგოლს, რომელიც ტელევიზიებში ფინანსთა სამინისტროს მიერ განთავსდა, მინიჭებული აქვს სოციალური რეკლამის სტატუსი. მედიის განვითარების ფონდის აზრით, ვიდეორგოლი, რომელიც ქვეყნის სწრაფი განვითარებისაკენ მიმართული ეკონომიკური რეფორმის ოთხ პუნქტიან მთავრობის გეგმას შეეხება, პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს და მმართველი გუნდის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს ატარებს.
"სახელდობრ, რგოლი შეიცავს საქართველოს მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული ეკონომიკური და საგადასახადო რეფორმების შესახებ დებულებებს, რაც მთავრობის ქმედებების პოპულარიზაციას ახდენს და რეალურად, პოლიტიკური რეკლამის სახეს ატარებს" - აცხადებენ ორგანიზაციაში.
MDF-ის მიხედვით, ვიდეო რგოლი ეწინააღმდეგება სოციალური რეკლამის დეფინიციას, რომელიც მაუწყებელთა კანონშია მოცემული.
აღნიშნული კანონის მიხედვით, სოციალური რეკლამა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენაა მიმართული და არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა შეისწავლოს, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ვიდეორგოლის წინასაარჩევნოდ ეთერში განთავსება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და მიიღოს შესაბამისი ზომები
იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურების საარჩევნო აგიტაციისგან მკაფიოდ გამიჯვნა და გამოირიცხოს ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება, მედიის განვითარების ფონდის აზრით, მნიშვნელოვანია:
- უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშავოს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისა და სხვა საჯარო უწყებებისადმი, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მედიაში ისეთი შინაარსის რეკლამის განთავსებას შეზღუდავს, რომელიც მოქალაქეებისათვის გარკვეული სერვისების მიწოდების ნაცვლად, ხელისუფლების საქმიანობის პოპულარიზაციას ახდენს და პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს ატარებს;
- ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეისწავლოს, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ვიდეორგოლის წინასაარჩევნოდ ეთერში განთავსება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და მიიღოს შესაბამისი ზომები;
- კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შეისწავლოს, რამდენად წარმოადგენს აღნიშნული ვიდეო სოციალურ რეკლამას.
ამასთანავე, ორგანიზაციის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის ის სტანდარტი, რომელიც ამ ინსტიტუტმა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე დაადგინა, როცა წინაასარჩევნო პერიოდში შეზღუდა ეთერში ისეთი ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად და საარჩევნო რეკლამად აღქმის საფუძველს იძლეოდა.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები