3 წლის წინ ჩატარებული ოლიმპიური ფესტივალი და ამ დრომდე გაუცემელი ხელფასები
2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდა და სამი წლის გასვლის შემდეგაც საორგანიზაციო კომიტეტის 120-მდე თანამშრომელს ხელფასი ამ დრომდე არ მიუღია. საუბარია, დაახლოებით, ნახევარ მილიონზე ლარზე, რაც თანამშრომლების სამი-ოთხი თვის ხელფასია.
სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით On.ge თბილისის მერიას დაუკავშირდა, რათა დაგვედგინა დღემდე რატომ არ არის სახელფასო დავალიანება გასტუმრებული. კითხვებზე პასუხი საჯარო ინფორმაციის სახითაც გამოვითხოვეთ, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგაც პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
თბილისის მერია და ორგანიზატორები თავს იწონებდნენ იმით, რომ 2015 წელს ღონისძიებამ მაღალ დონეზე ჩაიარა. მომზადებასა და ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ოლიმპიური ორდენით დაჯილდოვდა თბილისის იმჟამინდელი მერი, დავით ნარმანია. ასევე, ორდენი გადაეცა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015-ის" საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ალექსი ახვლედიანს.
საორგანიზაციო კომიტეტის იურიდიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, სალომე ბეჟაშვილი ერთ-ერთია, რომელიც ანაზღაურების გარეშე დარჩა. როგორც ის On.ge-სთან ყვება, სასამართლოში საერთო სარჩელი 80-მდე თანამშრომელმა შეიტანა.
სასამართლოზე მოპასუხე მხარე საორგანიზაციო კომიტეტი იყო, ხოლო თბილისის მერია საქმეში მესამე პირად ჩაერთო. 2017 წლის 14 სექტემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის მერიას სახელფასო დავალიანების დაფარვა დაევალა, თუმცა ამ დრომდე სახელფასო დავალიანება დაფარული არ არის.
ჩაურიცხავ ხელფასებზე ბეჟაშვილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს თბილისის მერიის დავალებით მარკეტინგული ღონისძიებისა და გაფორმებისთვის საორგანიზაციო კომიტეტს დამატებითი თანხების გაწევა მოუწიათ, რის გამოც ხელფასები ვერ ჩარიცხეს. მისივე თქმით, ვალების დასაფარად ცხრა მილიონი ლარი გამოიყო.
"მე ვიყავი შეხვედრაზე, რომელსაც დავით ნარმანია მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა. ზუსტად ამ თანხის გამოყოფის შემდეგ ასეთი მითითება მოგვცეს, რომ ეს ცხრა მილიონი ორი დღის ვადაში შესაბამისი კომპანიებისთვის გადაგვერიცხა. გადარიცხვის შემდეგ კი ხელფასებს დაადასტურებდნენ და ჩარიცხავდნენ".
როგორც ბეჟაშვილი ამბობს, ჯერ კიდევ თბილისის ყოფილი მერი, დავით ნარმანია დაპირდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებისთანავე თანხა ჩაირიცხებოდა. სამი წლის გასვლის შემდეგაც, ახალი მმართველობის პერიოდში კი პასუხი დღემდე არ მიუღია.
უხელფასოდ დარჩენილმა თანამშრომლებმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების ეროვნულ ბიუროშიც წარადგინეს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015-ის" საორგანიზაციო კომიტეტი ლიკვიდაციაში, თუმცა სანამ სახელფასო დავალიანება დაფარული არ იქნება ლიკვიდაციას ვერ დაასრულებს.
სალიკვიდაციო ჯგუფის თავმჯდომარემ, მიხეილ კორშიამ On.ge-ს უთხრა, რომ ორგანიზაციას დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე და მას ქონება არ გააჩნია, რითაც ხელფასების გადახდა მოხერხდება.
On.ge შეეცადა დაკავშირებოდა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ალეკო ახვლედიანს, რათა გაერკვია რატომ აქვს კომიტეტს სახელფასო დავალიანება. თუმცა ახვლედიანი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?


კომენტარები