"აგარის" შაქრის კომპანიის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
ფოტო: აგარის შაქრის კომპანია
აგარის შაქრის მწარმოებელი კომპანიის ადმინისტრაცია საწარმოში სამუშაო პროცესის შეწყვეტის შესახებ მანამდე გავრცელებულ ცნობებს სიმართლესთან შეუსაბამოს უწოდებს და საკითხის განმარტების მიზნით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.
"ბოლო პერიოდში აგარის შაქრის ქარხნის გაჩერების მიზეზები არასწორად გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებით, რამაც გადაგვაწყვეტინა, განმარტებები კიდევ ერთხელ გავაკეთოთ:
2017 წლის 1 ოქტომბრიდან ევროპის ქვეყნებს მოეხსნათ თეთრი შაქარის ექსპორტზე დაწესებული კვოტა, რამაც ახალი ტალღით გაზარდა საქართველოში, ევროპასთან 2016 წლიდან ამუშავებული თავისუფალი ვაჭრობის გამო ისედაც გაზრდილი, თეთრი შაქრის იმპორტის მოცულობა. თეთრი შაქრის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ამ გაზრდამ განაპირობა ფასების გლობალური შემცირება მასზე. აგარის შაქრის მიერ წარმოებული თეთრი შაქარი კი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ გაუწევდა, რადგან შაქრის ნედლეულის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ შემცირდა თეთრი შაქრის ფასების ანალოგიურად, ხოლო ქარხნისთვის ნედლეულის გადამუშავების ხარჯები ცხადია იგივე დარჩა. რის გამოც 2017 წლის 1 ნოემბრიდან ქარხანა გავაჩერეთ და გადავიდა კონსერვაციის რეჟიმზე.
კომპანიამ ქარხნის თითოეულ თანამშრომელს დამსახურებული მადლობა გამოუცხადა, მათი მონდომებული და დაუღალავი მუშაობისათვის, მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა შრომის კოდექსის შესაბამისი მოთხოვნების სრული დაცვით და გასცა კანონით დადგენილი კომპენსაციები (ერთ მილიონ ლარამდე).
მესაკუთრეს, რომელსაც განხორციელებული აქვს ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია დიდი სურვილი აქვს, რომ ქარხანა ამუშავდეს და განაახლოს შაქრის გადამუშავება, რისთვისაც არ იშურებს ძლისხმევას და აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
ქარხნის შესაძლო ამუშავებისათვის, საჭიროა მიღებულ იქნეს რიგი კანონპროექტები კომპლექსური მოქმედებისათვის, რომელიც აშკარაა სწრაფად, მოკლე დროში ვერ მოხდება. ხოლო თუ უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ნედლეულის გაიაფება მოხდა, მეპატრონე მზადაა, დაუყოვნებლივ აამუშაოს ქარხანა, რაც რეალურად მოსალოდნელია. ანალოგიურად მოვახერხეთ 2017 წლის ივნისში გაჩერებული ქარხნის ამუშავება.
18 მარტს სატელევიზიო ეთერით გაჟღერებულმა მუქარამ ჩვენი შეშფოთება გამოიწვია და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამომავლოდ სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით, აღმოგვიჩინოთ შესაბამისი დახმარება. კერძოდ, საპროტესტო აქციების მიმდინარე პერიოდში გააძლიეროთ პატრულირება ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და გამოყოთ სათადარიგო სახანძრო მანქანა, ასევე გთხოვთ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ზეპირსიტყვიერი მიმართვით აცნობონ ყოფილ დასაქმებულებს მათ მიერ შესაძლო კანონის დარღვევის ფაქტის შესახებ და განუმარტონ საკუთრების ხელყოფის სავარაუდო სამართლებრივი შედეგების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მეპატრონე კრიპტოვალუტის წარმოების ქარხანას ხსნის შაქრის ქარხანის ნაცვლად, არ შეესაბამება სიმართლეს. მოლაპარაკება იყო მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებაზე, რათა ისრაელიდან ინვესტორებს კრიპტოვალუტის მაინინგის ერთი კონტეინერი საცდელად დაემონტაჟებინათ, რომელიც ქარხნაში შაქრის წარმოებას ხელს არ შეუშლიდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეთანხმდა ეს საკითხი ინვესტორთან", - ნათქვამია განცხადებაში.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები