ენმ: წელს სასწავლო პროცესი ნახმარი წიგნებით დაიწყება
ფოტო: On.ge
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, სერგო რატიანი და მარიამ რამინაშვილი, აცხადებენ, რომ სასწავლო წელი სახელმძღვანელოების გარეშე ან ნახმარი სახელმძღვანელოებით დაიწყება.
"კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სრულფასოვნად განხორციელდეს სკოლებისთვის სახელმძღვანელოებით აღჭურვა, ტენდერი არათუ გამოცხადებული, დასრულებულიც უნდა იყოს და სამინისტროს საჭირო რაოდენობის სტატისტიკაც კი არ აქვს, რაც ნიშნავს, რომ შარშანდელის მსგავსად, კვლავ სახელმძღვანელოების გარეშე ან ნახმარი სახელმძღვანელოებით დაიწყება სასწავლო წელი და მშობლებისა და მასწავლებლებისათვის, სასწავლო პროცესისათვის გახდება გადაულახავი პრობლემა" - აცხადებენ პარტიაში.
განათლების სამინისტროს ტენდერი არათუ დასრულებული, გამოცხადებულიც არ აქვს
_ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ენმ-ს თქმით, 2016-17 სასწავლო წლისათვის განათლების სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები კვლავ ძველი სასკოლო წიგნებით დაიწყებენ სწავლებას.
"მოვითხოვთ განათლების მინისტრისაგან, 2016 წლის ბიუჯეტში სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის განკუთვნილი 12 მილიონი ლარით აღარ განხორციელდეს სასკოლო წიგნების სტამბური ბეჭდვა, მოხდეს გამომცემლობებში არსებული ნაშთების შესყიდვა, რაც, ერთი მხრივ, სასიკეთოდ წაადგება თავად გამომცემლობების საქმიანობას და ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის ხარჯს, რომელიც სამინისტროს უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო უაზროდ უნდა დაიხარჯოს, ნაწილობრივ მაინც სასარგებლო დანიშნულებას შესძენს. მეორე მხრივ, მოხსნის პრობლემას მოსწავლეებისათვის საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოების მიწოდებასთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გამართულ წარმართვას".
ენმ აცხადებს, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროექტისათვის 2013-1015 წლებში 33 მილიონი ლარი გამოიყო, საიდანაც გამარტივებული შესყიდვით, ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე, 27 მილიონი გაიცა კონკრეტულ პირებზე, ელექტრონული ტენდერის გარეშე, ამ ფაქტით პირდაპირ დასტურდება, რომ არსებული ინიციატივით განათლების სისტემაში დასაქმებული მაღალჩინოსნების პირადი ინტერესების გამო დაზარალდნენ გამომცემლობები, რამაც ქვეყანაში განვითარების ეტაპზე მყოფი გამომცემლობების მიერ წამოწყებული სასარგებლო საგანმანათლებლო აქტივობები შეაფერხა.
ნაციონალური მოძრაობა გამომცემლობებსა და სახელმძღვანელოების ავტორებს ჰპირდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, 2017 წელს სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრის დერეგულაციას მოახდენს. პარტიის წევრების თქმით, ამის შედეგად სახელმძღვანელოების ხარისხი გაუმჯობესდება და დაცული იქნება სახელმძღვანელოს ავტორთა საავტორო უფლებები.
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
კომენტარები