გირჩის შვიდ პუნქტიანი გეგმა ორნიშნა ეკონომიკური ზრდისთვის
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი ეხმაურება ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას, ასევე მმართველი ძალასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრებს. 21 დეკემბერს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ახალი მთავრობა. ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრებზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფო სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს თუმცა, მათივე აზრით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ქვეყანას, შეიძლება, მრავალი წელი დაჭირდეს.
სწორედ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე აკეთებს მთავარ აქცენტს გირჩი და ხელისუფლებას ეკონომიკური რეფორმების შვიდპუნქტიან პაკეტს თავაზობს, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, პარტიის აზრით, შესაძლებელი იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
გირჩის გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: მთავრობის ხარჯვითი წილის შემცირება, სახელმწიფო ვალის შემცირება, პრივატიზაცია, მარიხუანის ლეგალიზაცია, ლარის, როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალების სტატუსის მოხნა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების პრივატიზაცია, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვის გაუქმება და ასევე, ანაკლიის საპორტო პროექტის კონცეპტუალურ ცვლილება.
გთავაზაბოთ გირჩის შვიდ პუნქტიან გეგმას ორნიშნა ეკონომიკური ზრდისთვის უცვლელად:
1. მთავრობის ხარჯების შემცირება
მთავრობის ხარჯები შესამცირებელია 13 მლრდ-იდან მინიმუმ 9 მლრდ-მდე 2018 წლისთვის. ამის გაკეთება შესაძლებელია ბიუროკრატიის შემცირებისა და არაერთი არაეფექტური სახელმწიფო პროგრამის გაუქმების ხარჯზე. რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, რომელიც ამჟამად შემოსავალს იღებს საბიუჯეტო სახსრებიდან და რეალურად, არანაირ სიკეთეს არ ქმნის გადასახადების გადამხდელებისთვის, უნდა გათავისუფლდეს. ამ ადამიანებმა უნდა მოიძიონ საკუთარი თავის რეალიზაციის გზები კერძო სექტორში. მათ შესაძლოა შეუნარჩუნდეთ არსებული შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 წლის განმავლობაში, რადგან ისინიც არსებული სისტემის მსხვერპლი არიან. საბოლოო ჯამში, მომდევნო წლებში მთავრობის ხარჯების მოცულობა უნდა დავიდეს მშპ-ს 15%-მდე და დაფიქსირდეს ამ ნიშნულზე.
2. ვალების შემცირება
დაზოგილი 4 მლრდ ლარი საშუალებას მოგვცემს, არ ავიღოთ ახალი სახელმწიფო ვალი, გავისტუმროთ ძველი ვალების ნაწილი ან შევამციროთ გადასახადები.
3. პრივატიზაცია
უნდა მოხდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების დაჩქარებული პრივატიზაცია, სახელმწიფო შპს-ების, სსიპ-ებისა და ააიპ-ების ჩათვლით. ამ მიზნით შესაძლებელია ე.წ. ჰოლანდიური აუქციონის წესის გამოყენება.
4. ლეგალიზაცია
2018 წლის დასაწყისშივე უნდა მოხდეს კანაფისა და კანაფის პროდუქტების რეგულირებული დაშვება საქართველოს ბაზარზე, როგორც სამედიცინო, ისე რეკრეაციული მიზნით გამოყენებისთვის.
5. სანდო ფული
უარი უნდა ვთქვათ საკუთარი მონეტარული პოლიტიკის გატარებაზე და გავაუქმოთ ლარის ერთადერთი საგადამხდელო საშუალების სტატუსი. მიმოქცევაში დაშვებულ უნდა იქნას ნებისმიერი ვალუტა, კრიპტოვალუტების ჩათვლით. გადასახადებისთვის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო ხარჯებისთვის შეიძლება შეირჩეს ერთი, ხანგრძლივად სტაბილური ისტორიის მქონე ვალუტა.
6. მიწა
უნდა მოხდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის აკრძალვის საკონსტიტუციო ჩანაწერის გაუქმება. ყველა მიწა დაჩქარებული წესით უნდა დაურეგისტრირდეს მის ტრადიციულ მესაკუთრეს. ამის შემდეგ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი მიწები უნდა პრივატიზდეს დაჩქარებული წესით.
7. ანაკლიის პორტი
ანაკლიის პროექტის არსი უნდა შეიცვალოს და უბრალოდ პორტის მშენებლობიდან ფოკუსი გადავიდეს ე.წ. Charter City-ს კონცეფციის სრულყოფილად რეალიზაციაზე, რაც გულისხმობს პროექტის მმართველი კომპანიისთვის მაქსიმალური თავისუფლების მინიჭებას და სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ თუ სამართლებრივ საკითხებში ჩაურევლობის მაქსიმალური გარანტიების შექმნას. მხოლოდ ასე შეიძლება გაჩნდეს შანსი ანაკლიის პროექტი იქცეს ახალ, ჰონ-კონგისა და შენ-ჟენის მსგავს ეკონომიკურ სასწაულად.
გირჩის თქმით, ყველა ეს რეფორმა უნდა დაანონსდეს წინასწარ, რაც შეიძლება სწრაფად და განხორციელება დაიწყოს 2018 წლიდან.
საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ბოლოს 2007 წელს დაფიქსირდა. 11 წლის წინ სახელმწიფოს ეკონომიკურმა ზრდამ 12,6 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 5,2 პროცენტია.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები