როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? — თეგეტამ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
ფოტო: თეგეტა
მასშტაბურმა ტექნოლოგიურმა კონფერენციამ Change Inspire-მა, საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, ბიზნესლიდერები და ნოვატორები წელსაც გააერთიანა. ცვლილებების კატალიზატორის სტატუსით ღონისძიების პარტნიორი იყო თეგეტა ჰოლდინგი, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. კომპანიის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მონაცემებზე დაფუძნებული ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების შესახებ საკუთარი ხედვა და გამოცდილება გააზიარეს.
HT Solutions-ის ორგანიზებით გამართულმა Change Inspire 2026-მა, Pullman Tbilisi Axis Towers-ში, 1 000-ზე მეტ მონაწილეს, 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერსა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის წევრებს უმასპინძლა, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა NVIDIA, Google, Amazon და Microsoft. კონფერენციაზე თეგეტადან ორი სპიკერი წარდგა: კომპანიის ტექნოლოგიური დირექტორი ბექა ციცქიშვილი და ციფრული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი ნიკა კოხოძე.
ფოტო: თეგეტა
Change Inspire 2026-ის მთავარ სცენაზე საკუთარი ხედვა გააზიარა თეგეტას ციფრული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელმა ნიკა კოხოძემ, რომელმაც ისაუბრა თემაზე —რეაქტიულიდან პროგნოზირებად მიდგომამდე, ავტომობილის პერსონალიზებული მოვლის მომავალი.
ნიკა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: “ავტოსერვისი მხოლოდ პრობლემაზე რეაგირებით აღარ შემოიფარგლება. მონაცემები და AI გვაძლევს შესაძლებლობას, ავტომობილების ტექნიკური საჭიროებები მანამ დავინახოთ, სანამ ისინი პრობლემად იქცევა. სწორედ ასეთ მიდგომაზე შენდება უფრო ეფექტიანი მომსახურება და მომხმარებლის პერსონალიზებული გამოცდილება. ამ ხედვის პრაქტიკაში გადმოტანაზე თეგეტა აქტიურად მუშაობს, რადგან გვჯერა, რომ ავტოსერვისის მომავალი სწორედ პროგნოზირებად და მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომებზეა აგებული. ამგვარი მიდგომა ამცირებს გაუთვალისწინებელი დაზიანებებისა და ხარჯების რისკს, აუმჯობესებს მომსახურების ხარისხსა და ავტომობილების მფლობელთა გამოცდილებას“.
ბექა ციცქიშვილმა კი Tech Stage-ზე აუდიტორიის წინაშე ისაუბრა თემაზე — სერვისცენტრიდან ინტელექტუალურ ცენტრამდე: როგორ გარდაქმნის AI ავტომობილის ფლობის გამოცდილებას. თეგეტას ტექნოლოგიურმა დირექტორმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა როგორც მომსახურების პროცესების ავტომატიზაციაზე, ისე ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების გამოყენებაზე მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გასააზრებლად და უფრო სწრაფი, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
ფოტო: თეგეტა
ბექა ციცქიშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი: “ხელოვნური ინტელექტი ავტომობილების ინდუსტრიაში აღარ არის მომავლის კონცეფცია — ის უკვე ცვლის როგორც მომხმარებლის გამოცდილებას, ისე სერვისის მიწოდების მოდელს. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიები ყოველდღიურ მომსახურებაში ისე დავნერგოთ, რომ ავტომობილის ფლობა უფრო მარტივი, პროგნოზირებადი და კომფორტული გახდეს“.
თეგეტასთვის მსგავსი საერთაშორისო ტექნოლოგიური პლატფორმების მხარდაჭერა გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. კომპანია უკვე წლებია, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით პროექტებს აქტიურად ახორციელებს: ავითარებს AI-სა და მონაცემებზე დაფუძნებულ სერვისებს, ციფრულ პროდუქტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რათა მომხმარებელს უფრო სწრაფი, ზუსტი და პერსონალიზებული მომსახურება შესთავაზოს.
ფოტო: თეგეტა
სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი იყო Change Inspire 2026-ში მონაწილეობაც. კონფერენციაზე წარმოდგენილი ორი თემა ასახავს იმ მიმართულებებს, რომლებზეც თეგეტა ამჟამად მუშაობს — AI-ს პრაქტიკული გამოყენება, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და მომხმარებლის გამოცდილების უწყვეტი გაუმჯობესება. კომპანიისთვის მსგავსი ღონისძიებები წარმოადგენს შესაძლებლობას, გააზიაროს საკუთარი ცოდნა, გაეცნოს საერთაშორისო პრაქტიკას და ხელი შეუწყოს საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
კომენტარები