ნახეთ: ნოლანის ოდისეის ახალი ტრეილერი გამოვიდა
ფოტო: Universal Pictures
Universal-მა კრისტოფერ ნოლანის ოდისეას ახალი ტრეილერი გამოუშვა. ჰომეროსის ბერძნული ეპოსის სამყაროს უახლეს მიმოხილვაში ჩანს, როგორ ებრძვის მეთ დეიმონის ოდისევსი ციკლოპს, სანამ რობერტ პატინსონის ანტინოე ითაკის ტახტის დაუფლებას ცდილობს. ტრეილერი პირველად ორშაბათს, სტივენ კოლბერის გვიანი ღამის შოუს ეთერში გამოჩნდა.
დეიმონის გარდა, ფილმში ასევე თამაშობენ: ენ ჰეთეუეი ოდისევსის მეუღლის, პენელოპეს როლში, ტომ ჰოლანდი მათი ვაჟის, ტელემაქეს როლში, პატინსონი ითაკელი მაძიებლის, ანტინოეს როლში, ზენდეია სიბრძნის ქალღმერთის, ათენას როლში და შარლიზ ტერონი მოგვის ქალღმერთის, კირკეს როლში. მსახიობთა უზარმაზარ შემადგენლობაში ასევე შედიან ლუპიტა ნიონგო, ჯონ ბერნტალი, ბენი საფდი, ჯონ ლეგიზამო, ჰიმეში პატელი, უილ იუნ ლი, მია გოთი, ჯიმი გონსალესი, ელიოტ პეიჯი, ჯოვან ადეპო და ათობით სხვა ვარსკვლავი.
აპრილში CinemaCon-ზე ფილმის წარდგენისას, ნოლანმა თქვა — "როგორ უნდა მიიტანო ეს ამბავი თანამედროვე მაყურებლამდე? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სამსახიობო შემადგენლობით. უფრო სწრაფად იმათი ჩამოთვლა შემიძლია, ვინც ამ ფილმში არ მონაწილეობს, ვიდრე მათი, ვინც მონაწილეობს. სიამოვნებით ჩამოვიყვანდი ყველას აქ, მაგრამ ამხელა ნიჭის სიმძიმე სცენას ჩაამტვრევდა".
ასევე ნახეთ: კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
ოდისეა ნოლანის მე-13 სრულმეტრაჟიანი ფილმია. სცენარი კი ძველი პოემის მიხედვით თავად დაწერა ემა თომასთან ერთად Syncopy-ის სახელით აწარმოა.
ნოლანისა და თომასის ბოლო ფილმი იყო 2023 წლის ოპენჰაიმერი, რომელმაც 958.8 მილიონი დოლარი შეაგროვა და ოსკარის 13 ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის 7 ნომინაციაში გაიმარჯვა: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო კაცი მსახიობი (კილიან მერფი) და საუკეთესო კაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლზე (რობერტ დაუნი უმცროსი).
ისევე, როგორც ოპენჰაიმერი 2023 წელს Warner Bros.-ის ბარბის პარალელურად გამოვიდა, ოდისეაც Disney-სა და Sony-ის მოსალოდნელ ბლოკბასტერთან, Spider-Man: Brand New Day-თან ერთად გამოვა, 17 ივლისს.
ოდისეა ისტორიაში პირველი სიუჟეტური ფილმი გახდება, რომელიც მთლიანად IMAX კამერებით გადაიღეს.
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს — ტრამპი კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს — ტრამპი
გადახედვა
-
"ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება" — ბოჭორიშვილი "ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება" — ბოჭორიშვილი
გადახედვა
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC-ი ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC-ი ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
კომენტარები