ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

23 Apr. 2026, 15:17

"ვუსმინე რა ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა. ევროკავშირისგან აქამდე იყო დასანქცირებით შანტაჟი, ახლა გვემუქრება, რომ თურმე ომში, გაჭირვებაში და სიღარიბეში დავბრუნდებით — შემდგომი ფაზა აშკარად არის წყევლა.

ფაქტია, რომ ბატონი ჰერჩინსკი აჟღერებს იმ ევრობიუროკრატების პოზიციებს და მუქარებს, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში საკმაოდ მკაცრად გვიპირისპირდებოდნენ და უპირისპირდებოდნენ ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის დაცვას. უპირისპირდებოდნენ იმას, რომ ქართველ ხალხს ჰქონოდა არჩევანის საშუალება, რომ ოჯახი და სხვა ულტრალიბერალური მიმდინარეობები მისთვის უფრო ღირებული ყოფილიყო და იმას, რომ ამ ქვეყანაში სცოდნოდა გამჭვირვალედ, ვინ რას გეგმავს და რას აპირებს.

ბატონ ჰერჩინსკის, ალბათ, ბრიტანეთის ელჩმა და წარმომადგენლებმა უნდა დაუსვან კითხვა: თუ მისთვის ბრიტანეთი, როგორც არაევროკავშირის წევრი, ომის, არეულობის, სამოქალაქო დაპირისპირების და სიღარიბის რისკის ქვეშ დგას, იგივე ალბათ შეუძლია, რომ ბრიტანეთის ელჩსაც უთხრას, რადგან ლოგიკას ნამდვილად ვერ მივხვდით და ვერ დავიჭირეთ.

საქართველო აგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას, თუმცა ისეთი ბიუროკრატები, რომელიც ამ განცხადების ავტორია, ნამდვილად ვერ წაიყვანენ ევროპას ევროპის გზისკენ.

ელჩი არის ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და თანამშრომლობის საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონი ჰერჩინსკი თავის მისიას ყველაზე უხერხულად ასრულებს და ყველაზე არამეგობრული განცხადებებით გამოდის... ელჩი, როგორც დიპლომატი, უნდა ცდილობდეს ქვეყნებს შორის გაუგებრობების, დაპირისპირების თუ სხვადასხვა დისონანსის აღმოფხვრას და გასწორებას და არა ამ ყველაფრის გაუარესებას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს

OpenAI ტექსტურ ჩატებზე დაწესებულ შეზღუდვებს ChatGPT-ის ყველა მომხმარებლისთვის აუქმებს. კომპანიის განცხადებით, სერვისმა…