ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმა გარდაუვალი აუცილებლობაა — ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამშაბათს, Facebook-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის, სამოქალაქო ხელშეკრულების, საარჩევნო პროგრამა წარადგინა.
პრემიერმინისტრის განცხადებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეკლესიის ხელმძღვანელობის ქმედებებმა მრევლის ნაწილის გაუცხოება გამოიწვია. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებით გარე ძალები სარგებლობენ და სომხური სამოციქულო ეკლესიის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად ქცევას ცდილობენ.
ამასთან დაკავშირებით, ფაშინიანმა დასძინა, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო პლატფორმა მოიცავს ეკლესიის რეფორმირების სამოქმედო გეგმას. აღნიშნული გეგმის პირველი პუნქტი სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის გადადგომაა, რასაც უნდა მოჰყვეს მისი ადგილმონაცვლის არჩევა, ეკლესიის ახალი წესდების მიღება, ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სამღვდელოების ღირსეული ქცევის წესების დადგენა. პროცესი ახალი კათოლიკოსის არჩევითა და ზოგადი რეფორმებით უნდა დასრულდეს, რაც ეკლესიას პოლიტიკური გავლენებისგან გაათავისუფლებს.
"ეკლესია სახელმწიფოსგან გამოყოფილია, მაგრამ ის ვერ იარსებებს სახელმწიფოს მიღმა", — აღნიშნა ფაშინიანმა.
ეკლესიის ბიბლიური არსის განხილვის შემდეგ, პრემიერმა დაასკვნა, რომ სომხური სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელობის ქმედებებმა ქვეყნის სულიერი ცხოვრება გააუარესა. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ სამღვდელოება ვერ სარგებლობს მთავრობის მიერ შეთავაზებული სოციალური გარანტიებით, ეკლესიის მარგინალიზაციის მცდელობაზე მეტყველებს.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ საბოლოო მსაჯული ხალხია და სომეხმა ერმა თავად უნდა გასცეს პასუხი კითხვას — არის თუ არა მისაღები, რომ კტრიჩ ნერსისიანმა (კათოლიკოს გარეგინ II) ეკლესია პოლიტიკურ პარტიად აქცია და სულიერი ქადაგებები პოლიტიკური რიტორიკით ჩაანაცვლა.
"ჩვენი წმინდა ეჩმიაძინი თქვენი ინფექციით შეიბილწა“, — მიმართა პრემიერმა სამღვდელოებას და დასძინა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ასეთ პირობებში სულიერ ფასეულობებზე დაფუძნებულმა საზოგადოებამ იარსებოს. ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ეს საკითხიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გადაწყდეს.
სომხური დიასპორის კონტექსტში ფაშინიანმა გამოთქვა შეშფოთება, რომ საზღვარგარეთ ხშირად არა სომხეთის, არამედ უცხოური ინტერესების გატარება ხდება, რაც ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება.
"სომხური სამოციქულო ეკლესია ეწევა გარკვეულ საქმიანობას და ვალდებულია გადაიხადოს გადასახადები. ჩვენ მზად ვართ, აკრეფილი გადასახადების 100% და მეტიც, სოციალური გარანტიების სახით დავუბრუნოთ ეკლესიას. რატომ არ თანხმდებიან ისინი ამაზე კტრიჩ ნერსისიანის მეთაურობით? იმიტომ, რომ მათ სურთ ჩრდილში მოქმედება და არ სურთ იყვნენ ანგარიშვალდებულნი არც ეკლესიისა და არც სახელმწიფოს წინაშე.", — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები)
გადახედვა
-
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება პენიტენციური სამსახური პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ადვოკატების საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ეხმიანება
გადახედვა
-
მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს მთავრობა წელიწადნახევრის წინ შექმნილ სსიპ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს
გადახედვა
-
არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს არ გეჩვენებათ — კითხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე მართლაც დადებითად მოქმედებს
გადახედვა
კომენტარები