სოსო ფხაკაძე: Trump Tower ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე
"ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელი, სოსო ფხაკაძე, რომელიც თბილისში Trump Tower-ის პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია, მიიჩნევს, რომ ეს წამოწყება ქვეყნის პოზიციონირებას პრემიუმ კლასის უძრავი ქონების მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამის შესახებ ის Linkedin-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მისი განმარტებით, Trump Tower Tbilisi-ს გამოჩენა გლობალურ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს და ქვეყანას უძრავი ქონების მაღალი სეგმენტის ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
"Trump Tower Tbilisi ჩვენთვის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ცალკე აღებული დეველოპერული პროექტი — ეს არის დადასტურება იმისა, რომ ქართულ ხედვას, პროფესიონალიზმსა და ქართულ შრომას შეუძლია დადგეს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებთან ერთ რიგში.
ჩვენს პარტნიორთან, "არქისთან" ერთად გვჯერა, რომ თბილისი იმსახურებს იმავე ხარისხის არქიტექტურასა და ცხოვრების სტანდარტს, რასაც ნიუ-იორკი, მაიამი თუ დუბაი სთავაზობენ საკუთარ მოქალაქეებსა და სტუმრებს — და ეს პროექტი სწორედ ამ რწმენის მატერიალიზებაა.
პროექტის განხორციელებაში ასევე მონაწილეობენ: The Sapir Organization-ი, BLOX Group-ი და Finvest Georgia.
პროექტის არქიტექტორია Gensler-ი, ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი არქიტექტურული კომპანია. The Trump Organization-ის გლობალური სტანდარტებისა და Gensler-ის პროფესიონალიზმის შერწყმით შექმნილი პროექტი აუცილებლად გახდება ჩვენი დედაქალაქის ახალი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა და დააწესებს სრულიად ახალ ხარისხობრივ სტანდარტს.
პროექტის ეკონომიკური ეფექტი მრავალმხრივია: მასშტაბური პროექტის ირგვლივ უცხოური კაპიტალის მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სამშენებლო და ოპერაციულ ფაზებზე, საერთაშორისო ბაზრებიდან უძრავი ქონების შესყიდვის მსურველთა ინტერესის ზრდა და ქართული დეველოპერული ინდუსტრიის შემდგომი განვითარება. აღნიშნული პროექტი არის სტრატეგიული ეტაპი და იგი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე", — დაწერა სოსო ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, The Trump Organization-ის ცნობით, მათთან თანამშრომლობით, კომპანიები Biograpi Living, Archi, The Sapir Organization, Blox და Finvest Georgia პროექტ Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას აანონსებენ.
როგორც ტრამპის ორგანიზაცია წერს, შენობის დიზაინზე მსოფლიოს უმსხვილესმა არქიტექტურულმა ფირმა Gensler-მა იმუშავა. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია, რომ ცათამბჯენი დაახლოებით 70-სართულიანი უნდა იყოს, რითაც ის საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდება.
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
-
უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა უნგრეთმა 10 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
კომენტარები