სახალხო დამცველი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
ფოტო: "ტვ პირველი"
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო'ფლაერტისთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. ომბუდსმენის ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში და ის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც სახალხო დამცველმა პარლამენტს უკვე წარუდგინა.
მაიკლ ო'ფლაერტი განსაკუთრებით დაინტერესდა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირებისა და სინდისის პატიმრების მდგომარეობით. საუბარი ასევე შეეხო "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და გამკაცრებულ რეგულაციებს. ევროპელი მაღალჩინოსანი დაინტერესდა იმითაც, დადგა თუ არა სამართალდამცავთა პასუხისმგებლობის საკითხი საპროტესტო აქციების დროს მომიტინგეების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე.
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. რა თქმა უნდა, შეხვედრა შეეხებოდა ზოგადად ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში. აინტერესებდა მათ შორის, მე, როგორც სახალხო დამცველი რა პროცესში ვარ ჩართული და საუბარი იყო იმ ანგარიშის ირგვლივ, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში.
რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი. მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას; პროტესტის ედეგად დაკავებული ადამიანების მდგომარეობას, ვინც ახლა საპატიმროში არიან და ამავე დროს დაისვა კითხვები, არის თუ არა პასუხისგებაში მიცემული, ვინც შეიძლება იყოს დამნაშავე იმ ადამიანების ცემაში, ვინც იმ პერიოდში იყვნენ ნაცემი. ამავე დროს ერთ-ერთი საკითხი იყო, ზოგადად, ორგანიზაციების მდგომარეობა საქართველოში. ბოლო საკანონმებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტში იქნა მიღებული და ასე შემდეგ. ამის ირგვლივ იყო ძირითადად საუბარი. ძალიან კარგი შეხვედრა იყო და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც უკვე 2 წელია გვკავშირებს ბატონ ო'ფლაერტთან ასევე კარგად გაგრძელდება", — განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "ტვ პირველთან" საუბრისას.
საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ახალი ანგარიშის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველთან შეხვედრამდე მაიკლ ო'ფლაერტმა კონსულტაციები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც გამართა.
ცნობისთვის, 2025 წლის მარტში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი ქართულ ოცნებას მოუწოდებდა დემონსტრანტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომა მიეღო.
მემორანდუმში ასევე ვკითხულობთ, რომ ევროსაბჭო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ კანონების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს. კომისარი ასევე შეშფოთებული იყო მზია ამაღლობელის საქმეზე და მისი შეფასებით ჟურნალისტის წინასწარი დაკავება გაუმართლებელია.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები