არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.
მისი თქმით, "ამ ტიპის ნაბიჯებითა და ქმედებებით სიძულვილს იწვევენ საზოგადოებაში, თუნდაც მიუსაფარი ცხოველების მიმართ, არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება".
"გუშინ ლილოს თავშესაფარში რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია. ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებულნი არიან, ზოგი ცოფის, ზოგი სხვა მძიმე ავადმყოფობის გამო, დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები.
ის ქმედებები და დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ — სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება — კატეგორიულად მიუღებელია.
ამ ტიპის ნაბიჯებითა და ქმედებებით სიძულვილს იწვევენ საზოგადოებაში, თუნდაც მიუსაფარი ცხოველების მიმართ, არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ", — განაცხადა კახა კალაძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად, მუნიციპალიტეტი მრავალ ნაბიჯს დგამს.
"ლილოში მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რის შედეგადაც თავშესაფარი გაფართოვდება და ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, რომ დამატებით 300 ძაღლისთვის ვოლიერები გაკეთდეს.
გარდა ამისა, გლდანის რაიონში ხორციელდება ახალი თავშესაფრის პროექტი, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები დაიძლიოს და მოსახლეობას ჩვენი მხრიდან ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა ამ საკითხში.
კვლავ გავიმეორებ, რომ ის, რაც სტერილიზაცია-კასტრაციის მიმართულებით ბოლო წლებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გააკეთა, არასდროს გაკეთებულა, ეს მისასალმებელია და წინ გადადგმული ნაბიჯებია", — განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, გუშინ ცხოველთა უფლებადამცველები თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში მივიდნენ. ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა. მისი ინფორმაციით, მოქალაქეებს მიკედლებული ცხოველების დაბრუნება სურდათ. ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ ადგილზე ანტისანიტარიაა და მიუსაფარ ცხოველებს ვეტერინარების სასწრაფო დახმარება სჭირდებათ.
მომხდარს თბილისის მერია გამოეხმაურა. მათი განცხადებით, მოქალაქეებმა ვოლიერებიდან გამოიყვანეს როგორც დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები, რაც "როგორც უსაფრთხოების ნორმების, ისე კანონის უხეში დარღვევაა და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
- "ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება" — მერია მოქალაქეთა ჯგუფის ცხოველთა თავშესაფარში შესვლაზე
- სეს: ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ 17 ძაღლს ზუგდიდში დააბრუნებენ, 5-ს — აბაშაში, 3-ს— ვანში
- TI: მიუსაფარი ცხოველების მართვის ახალი წესები კანონთან წინააღმდეგობაშია
- მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
- ლაშა ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები