კესო დეკანოსიძემ ბიძინა ივანიშვილის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო
სამოქალაქო აქტივისტმა, კესო დეკანოსიძემ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშილის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნები და პოლიტპატიმრების არსებობა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. სწორედ ამიტომ, ის პარლამენტთან პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს.
"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი საპროტესტო მოძრაობის ორი მთავარი მოთხოვნილება არსებობს ზოგადად ქვეყანაში. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სამართლიანი არჩევნები," – აცხადებს დეკანოსიძე.
შიმშილობის მიზეზს აქტივისტი ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს და მის გასამართლებას ითხოვს.
"ჩემი შიმშილობის მიზანი და მოთხოვნა არის, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის გასამართლების საკითხი დადგეს. გამოიძიონ მისი დანაშაულები და დააკავონ. არჩევნების გაყალბება ოლიგარქი ივანიშვილის მიერ იყო დაორგანიზებული. მან მიიტაცა სახელმწიფო, ასევე ქიმიური იარაღით ადამიანების მოწამვლა, ესეც არის გამოსაძიებელი. ივანიშვილს მიტაცებული აქვს სახელმწიფო, მან დაიმორჩილა მთელი სამართალდამცავი სისტემა, მართლმსაჯულება და შესაბამისად, არ არის იმის იმედი, რომ საქართველოში გამოიძიებენ მის დანაშაულებს," — განაცხადა მან.
როგორც თავად კესო დეკანოსიძე აცხადებს, ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე, იგი მზად არის უპასუხოს ყველა შეკითხვას და ამასთან, მოქალაქეებსაც მობილიზებისკენ მოუწოდებს.
"ახლა რაც შეეხება ჩემი შიმშილობის საკითხს, ვინაიდან ხალხს უჩნდება ეს კითხვები, მე ამ შეკითხვაზე გიპასუხებთ. ყოველი ადამიანის ხმას აქვს ძალა. ყოველი ადამიანის შიმშილობას აქვს ძალა. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მაღალი იქნება შედეგი. ასე, რომ ვისაც გნებავთ შედეგი, ვისაც გნებავთ ცვლილებები, შეგიძლიათ შემომიერთდეთ ამ პროცესში. და, აქვე დავამატებ, ჩვენ ახლა ან ვიმოქმედებთ გაძლიერებული ძალებით ან ივანიშვილი გააფორმებს დიქტატურას და ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ვეღარ ვიცხოვრებთ ნორმალურ ქვეყანაში, ყველანი განწირულები ვიქნებით ციხისთვის, უსამართლო მართლმსაჯულებისთვის და ყველას მოგვიწევს უკანონობაში და მორჩილებაში ცხოვრება.
ასე, რომ მოგიწოდებთ, ვისაც გნებავთ ცვლილებები შემომიერთდით იმ მთავარ მოთხოვნაში, რომ დააკავონ N1 დამნაშავე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი." — აღნიშნა დეკანოსიძემ.
შეგახსენებთ, მე-18 დღეა პარლამენტთან აქტივისტი დარეჯან ცხვიტარია ღია ცის ქვეშ ათევს ღამეს. 12 მარტს, ღამით, პარლამენტთან ერთ-ერთ კარავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან კარვები აიღეს. დარეჯან ცხვიტარიამ NEWS.On.ge-თან საუბრისას განაცხადა, რომ ღამით პარლამენტთან ერთ-ერთ კარავს იმ დროს გაუჩნდა ცეცხლი, როდესაც კარვებში მყოფებს ეძინათ. მას შემდეგ, რაც ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს, ცხვიტარიას განცხადებით, დილის 7 საათზე პოლიციამ კარავში მყოფ პირებს ძალის გამოყენებით დაატოვებინა ტერიტორია და დაკითხვაზე გადაიყვანეს.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები