სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა ნოელია კასტილიომ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა
ფოტო: euronews
25 წლის პარაპლეგიით დაავადებულმა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა ნოელია კასტილიო რამოსმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა.
ნოელია 13 წლის ასაკიდან ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა. მას დადგენილი ჰქონდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD) და მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა (BPD).
მიუხედავად იმისა, რომ ნოელა 25 წლის იყო, ორჯერ გახდა ორჯერ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი — პირველად ის ყოფილმა შეყვარებულმა გააუპატიურა, ხოლო მეორედ, 2022 წელს, სამმა ბიჭმა. ეს ნოელიას ცხოვრების გარდამტეხი მომენტი იყო — იმავე წელს მან თვითმკვლელობა სცადა და საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადახტა, რის შედეგადაც წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა.
ფოტო: euronews
თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ეტლს მიჯაჭვული ნოელია მუდმივ ტკივილში იყო. 18 თვის შემდეგ მან ესპანეთის ევთანაზიის კანონი გამოიყენა, რათა სიცოცხლის დასრულების ოფიციალური ნებართვა მოეპოვებინა.
თუმცა, ნოელიას მიერ ევთანაზიის უფლების გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა მამამისი, რომელსაც მხარს უჭერდა ულტრაკონსერვატიული ჯგუფი ქრისტიანი იურისტები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კასტილიოს ფსიქიატრიული მდგომარეობიდან გამომდინარე, მას არ შეეძლო გააზრებული და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღო საკუთარი სიცოცხლის დასრულების შესახებ.
ფოტო: Getty Images
თითქმის 2-წლიანი სასამართლო დავების შემდეგ, მარტის დასაწყისში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარყო კასტილიოს მამის მოთხოვნა ევთანაზიის პროცესის შეჩერების თაობაზე.
26 მარტს ნოელიას სურვილი დაკმაყოფილდა — მან სიცოცხლე ბარსელონას პროვინციის სამედიცინო დაწესებულებაში ევთანაზიით დაასრულა.
ნოელიას შემთხვევამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და ისინი ევთანაზიის საკითხზე აალაპარაკა. ესპანეთი 2021 წელს მე-4 ევროკავშირის ქვეყანა გახდა, რომელმაც ევთანაზია ლეგალური გახადა. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი მონაცემებით, 2021 წლის ივნისიდან 2024 წლის ბოლომდე ევთანაზიით სიცოცხლე 1123-მა ადამიანმა დაასრულა.
კანონის თანახმად, ნებისმიერ სრულწლოვან პირს, რომელსაც სამედიცინო წესით დადასტურებული "მძიმე და განუკურნებელი სენი ან სერიოზული, ქრონიკული და შეზღუდული შესაძლებლობების გამომწვევი მდგომარეობა" აქვს, შეუძლია, რომ მოითხოვოს ევთანაზია, თუკი განაცხადის შეტანისას ქმედითუნარიანი და საღად მოაზროვნეა.
მხოლოდ მშვიდად წასვლა და ტანჯვის შეწყვეტა მსურს. ეს არის და ეს... მეტი არაფერი მინდა. არ მინდა გარეთ გასვლა, არ მინდა ჭამა, არაფრის კეთება არ მინდა — განაცხადა ნოელიამ.
"ყოველთვის მარტოსულად ვგრძნობდი თავს, რადგან არასდროს ესმოდათ ჩემი... სანამ ევთანაზიაზე განაცხადს შევიტანდი, ჩემი სამყარო ძალიან ბნელი იყო და ძალიან ბნელ დასასრულს ვხედავდი. არ მქონდა მიზნები, არანაირი მისწრაფება, არაფერი — და არც ახლა არ მაქვს... ვნახოთ, თუ შევძლებ ახლა დასვენებას, რადგან მეტი აღარ შემიძლია. აღარ შემიძლია ამ ოჯახთან ერთად ყოფნა, აღარ შემიძლია ტკივილის ატანა და იმ ყველაფერთან გამკლავება, რაც ჩემს გონებას ტანჯავს," — ჰყვებოდა ახალგაზრდა ქალი.
კასტილიომ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარი თავისთვის მიიღო და არ სურს, რომ ვინმემ მისი ამბავი სამაგალითოდ მიიღოს.
ქრისტიანი იურისტების ორგანიზაციამ კასტილიოს სიკვდილის შემდეგ საავადმყოფოსთან პრესკონფერენცია გამართა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ევთანაზიის შესახებ კანონის მიმართ: "ევთანაზიის შესახებ კანონი უნდა გაუქმდეს. თითოეული სიცოცხლე უნდა იყოს დაცული და არა ბედის ანაბარა მიტოვებული."
ფოტო: Archivbild
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
კომენტარები