თამარ კორძაია

თამარ კორძაია

13 Oct. 2017, 16:21

იმედი ნიუსმა გაავრცელა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კომენტარი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას. სამწუხაროა, როდესაც ქართული ოცნებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებენ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეალურად მმართველი პოლიტიკური გუნდი აგრძელებს იმ რეპრესიულ პოლიტიკას, რაც დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ. მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეების ინდივიდუალური ბრძოლის შედეგად უწევს ხელისუფლებას იძულებით დათმობებზე წასვლა.

რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ რეპრესიული პოლიტიკა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ, უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ არ შეიძლება ნარკომომხმარებელი იყოს დამნაშავე, არ შეიძლება, ადამიანი ჩავსვათ ციხეში იმიტომ, რომ ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას და საკუთარ სიცოცხლეს. ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ზიანს აყენებს სხვას, მეორე პირს.

აქედან გამომდინარე, არსებული ნარკოპოლიტიკა არის რეპრესიული, ის ემტერება ადამიანს, ადამიანის თავისუფალ ნებას და ჩვენ რესპუბლიკელებს მიგვაჩნია, რომ ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი სტრატეგია ამის შესახებ და ვთვლით, რომ პორტუგალიაში არსებული მოდელი არის იდეალური, რადგან უცხადებს თანადგომას ადამიანს, ადამიანს, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა და არა ციხეში ჩასმა. ჩვენ ვუერთდებით თეთრი ხმაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დროა, დაიწყოს ცვლილებები და სრულად ვართ მათი სულისკვეთების გამზიარებლები.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის განცხადებას. თეა წულუკიანის თქმით, ნარკოტიკების სრული დეკრიმინალიზაცია არ უნდა მოხდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  2. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
  3. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
  4. საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
  5. "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება

საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური პარტნიორობით კომპანია…