დონალდ ტრამპი: ჩვენ გრენლანდია გვჭირდება
ფოტო: Evelyn Hockstein/Reuters
დანიისა და გრენლანდიის მთავრობის მეთაურებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარები გრენლანდიასთან დაკავშირებით გააკრიტიკეს, რომლებიც ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის განხილვის ფონზე გაკეთდა.
კვირას, 4 იანვარს, პრემიერმინისტრებმა განაცხადეს, რომ ამერიკელი მოკავშირის მხრიდან ასეთი განცხადებები მიუღებელია.
"სრულიად უაზროა საუბარი აშშ-ის მიერ გრენლანდიის მიტაცებაზე. აშშ-ს არანაირი უფლება არ აქვს, ანექსია მოახდინოს დანიის სამეფოს შემადგენლობაში არსებული სამი ქვეყნის (დანია, გრენლანდია და ფარერის კუნძულები)", — ციტირებს Reuters დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსენის სიტყვებს.
მან მოუწოდა აშშ-ს, "შეწყვიტოს მუქარა ისტორიულად ახლო მოკავშირისა და სხვა ქვეყნისა და სხვა ხალხის წინააღმდეგ". მან გაიხსენა, რომ ვაშინგტონმა უკვე მიიღო პასუხი გრენლანდიისგან: "კუნძული არ იყიდება".
გრენლანდიის პრემიერმინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმაც კვალვ გაიმეორა: "როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ "გვჭირდება გრენლანდია" და გვაკავშირებს ვენესუელასთან და სამხედრო ჩარევასთან, ეს არა მხოლოდ არასწორია. ეს უპატივცემულობაა", — ციტირებს Reuters ნილსენის სიტყვებს.
მანამდე, ტრამპმა The Atlantic-ის ჟურნალისტ მაიკლ შერერთან საუბრისას განაცხადა, რომ ვენესუელა შესაძლოა არ იყოს უკანასკნელი ქვეყანა, სადაც ამერიკული ჩარევა განხორციელდება.
"ჩვენ გრენლანდია გვჭირდება, აბსოლუტურად", — თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ კუნძული "რუსული და ჩინური გემებითაა გარშემორტყმული". ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "სხვებს მოუწევთ გადაწყვიტონ, რას ნიშნავს აშშ-ის სამხედრო მოქმედება ვენესუელაში გრენლანდიისთვის".
მაიკლ შერერის თქმით, ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს გულისხმობდა, რომელმაც ერთი დღით ადრე მოუწოდა ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის ფონზე გრენლანდიაში არსებული ვითარებისადმი "ყურადღების" მიქცევისკენ და აღნიშნა, რომ ტრამპი "აგვარებს იმ პრობლემებს", რომლებზეც ის საუბრობდა.
"მარკომ გუშინ ძალიან გულუხვი იყო ჩემს მიმართ", — თქვა ტრამპმა. "იცით, მაშინ გრენლანდიაზე არ ვსაუბრობდი. მაგრამ გრენლანდია ნამდვილად გვჭირდება. თავდაცვისთვის გვჭირდება".
მარკო რუბიო არ იყო ერთადერთი, ვინც ტრამპის გრენლანდიასთან დაკავშირებულ ამბიციებზე მიუთითა. 4 იანვარს, ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სტივენ მილერის მეუღლემ, კეიტი მილერმა, სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა კუნძულის რუკა აშშ-ის დროშის ფერებში. სურათის წარწერაში ეწერა: "მალე".
ეს ქმედება კოპენჰაგენში შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
"ჩემი ქვეყანა მოითხოვს დანიის ტერიტორიული მთლიანობის უპირობო პატივისცემას", — კომენტარი გააკეთა დანიის ელჩმა შეერთებულ შტატებში, იესპერ მიოლერ სორენსენმა, მილერის პოსტზე. მან განაცხადა, რომ დანია და შეერთებული შტატები "ახლო მოკავშირეები არიან და უნდა განაგრძონ ერთად მუშაობა".
გრენლანდია ავტონომიური რეგიონია დანიაში, რომელიც არქტიკაში მდებარეობს. მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისიდან დონალდ ტრამპმა არაერთხელ გაუსვა ხაზი გრენლანდიის შეერთებულ შტატებთან ანექსიის გეგმებს "ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო". 2025 წლის ბოლოს თეთრმა სახლმა გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, რომელმაც პირობა დადო, რომ კუნძულის შეერთებულ შტატებში შეერთებაზე იმუშავებდა. ამ გადაწყვეტილებას როგორც დანია, ასევე გრენლანდია უარყოფითად რეაგირებდნენ.
- დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, [გრენლანდიის შემოერთება] მოხდება — ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება
- გრენლანდიის პრემიერმინისტრი: ჩვენ არც ამერიკელები ვართ და არც დანიელები — ჩვენ ვართ გრენლანდიელები
- ტრამპი დარწმუნებულია, რომ აშშ გრენლანდიას "ასე თუ ისე" მიიღებს
- ჯასტინ ტრუდო: თქვენ ვერ წაიღებთ ჩვენს ქვეყანას და ვერ წაგვართმევთ ჩვენს თამაშს
- დანია არქტიკასა და გრენლანდიაში თავდაცვის ხარჯებს 2 მილიარდი დოლარით ზრდის
- ტრამპი: ვფიქრობ, გრენლანდიას მივიღებთ, ნამდვილად არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს დანიას მასზე
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
-
"არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე "არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
კომენტარები