კადიროვის უფროსმა ვაჟმა საქველმოქმედო ფონდს 230 000 დოლარი შესწირა
ჩეჩნეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ჩეჩნეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრმა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უფროსმა ვაჟმა, ახმატ კადიროვმა დაასრულა "დაიმოხკის" საქველმოქმედო ფონდის მიერ ორგანიზებული 22 მიმდინარე საქველმოქმედო კამპანია, რომელთა საერთო ღირებულება 18 მილიონ რუბლს (230 000 აშშ დოლარს) აღემატება.
ფონდის ცნობით, ეს თანხა მიმართული იყო მძიმე ავადმყოფი ბავშვებისა და ზრდასრულების მკურნალობისა და გაჭირვებულ ოჯახების დასახმარებლად. ბენეფიციარებს შორის იყვნენ ონკოლოგიური პაციენტები, თანდაყოლილი დაავადებების მქონე ადამიანები და ისინი, ვინც ხანძარმა დააზარალა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახმატ კადიროვის მხარდაჭერის წყალობით, საგანგებო კამპანიები, რომლებიც მნიშვნელოვან თანხებს მოითხოვდა, მოკლე დროში დაიხურა. ამან შესაძლებელი გახადა რიგი პაციენტების მკურნალობისა და რეაბილიტაციის გაგრძელება. ფონდის რელიზში ახმატ კადიროვს "სწრაფი დახმარებისთვის" მადლობა გადაუხადეს და აქვე, აღნიშნული იყო, რომ ის წარსულშიც არაერთხელ დაეხმარა მსგავს კამპანიებს.
ფონდის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ახმატ კადიროვის წვლილი "ფონდისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება და სიცოცხლის გადარჩენას შეუწყობს ხელს".
პარალელურად, თანხების წარმომავლობა გაურკვეველია. OC Media-მ ოფიციალური რესურსებით ახმატ კადიროვის საგადასახადო დეკლარაციის მოძიება ვერ შეძლო, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების წევრის რანგში ის ყოველწლიურად ვალდებულია წარადგინოს აღნიშნული დოკუმენტი.
ხამზათ ზაკრიევის ხელმძღვანელობით მოქმედი საქველმოქმედო ფონდი "დაიმოხკი" 2017 წელს გროზნოში დარეგისტრირდა და პროექტებს ჩეჩნეთსა და ბანგლადეშში ახორციელებს. ზაფხულში ფონდმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში საკვების მარაგს აგზავნიდა. ფონდის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, მისი არსებობის განმავლობაში სულ 125 მილიონი რუბლი (1.6 მილიონი აშშ დოლარი) დახმარება გაიცა.
აგვისტოში ჩეჩნურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახმატ კადიროვმა "დაიმოხკს" , მუჰამედ ომხაევის სამკურნალოდ, 4.5 მილიონი რუბლი (57,000 აშშ დოლარი) გადაურიცხა, რომელსაც თავის ქალაში სისხლდენა ჰქონდა. იმ დროს ითქვა, რომ ეს არ იყო კადიროვის პირადი სახსრები, არამედ ახმატ-ჰაჯი კადიროვის რეგიონული საზოგადოებრივი ფონდის ფული, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურის არაოფიციალურ ხაზინად ითვლება.
ახმატ კადიროვის ფონდი აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა. აშშ-ის ხაზინა მას "ადამიანის უფლებების დარღვევასთან და საბიუჯეტო რესურსების კორუფციულ გამოყენებასთან დაკავშირებულ" სუბიექტებს შორის ასახელებს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების, მათ შორის "მემორიალის" ცნობით, ფონდი, სახელმწიფო და მუნიციპალური თანამშრომლებისგან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით, "შემოწირულობებს" რეგულარულად იღებს. რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალება ნოვაია გაზეტასა და რადიო თავისუფლებაზე დაყრდნობით, შიდა წყაროები, შემოსავლის დონის მიხედვით, საჯარო სექტორის თანამშრომლების ხელფასებიდან რეგულარული გამოქვითვების არაოფიციალური კვოტების სისტემის არსებობის შესახებ იტყობინებიან.
აგვისტოში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზას სექტორისთვის ყველა დახმარება მხოლოდ სამი ჩეჩნური ფონდის, მათ შორის "დაიმხოკის" მეშვეობით გაიგზავნებოდა. რამზან კადიროვის მესამე ვაჟი, ადამი, რომელიც იმ დროს არასრულწლოვანი იყო, პალესტინაში ჰუმანიტარული დახმარების გადაზიდვების კურატორად დაინიშნა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები