Michelin — საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
ფოტო: თეგეტა
ინოვაციური ეკოსისტემა, რომელიც ენერგოეფექტურობას, გარემოზე ზრუნვასა და მძღოლის კომფორტს აერთიანებს — ეს Michelin-ია, საბურავების მწარმოებელი ფრანგული ბრენდი, რომლის ისტორია 1889 წელს იწყება. უკვე საუკუნეზე მეტია, კომპანია მსოფლიო მასშტაბით ლიდერობას არ თმობს და ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სანდო მწარმოებლად მიიჩნევა.
Michelin, რომლის საბურავებს უმაღლესი ხარისხი, უსაფრთხოება და თანამედროვე ტექნოლოგიები გამოარჩევს, ხელმისაწვდომია ქართულ ბაზარზეც. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა მოტორსია“.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
Michelin-ის მთავარი უპირატესობები
Michelin-ის საბურავები ორიენტირებულია მომხმარებელზე, იქმნება ეფექტიანი, ინოვაციური და მომავლის ტექნოლოგიების კომბინაციით და მაღალი სიმძლავრის გარანტიას იძლევა. პროდუქცია თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ საწარმოში მზადდება და სრულად შეესაბამება ქარხნულად დამონტაჟებული საბურავის პარამეტრებს (OEM).
ბრენდი ფრანგულ ინჟინერიასა და სანდო წარმოებასთან ასოცირდება. ამას ადასტურებს, მაგალითად, საბურავებში ჩამონტაჟებული ვიბრაციაგამძლე ტექნოლოგიები რთული საგზაო პირობებისთვის. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლისთვის უკომპრომისო ხარისხის შეთავაზებაა, რაც არაერთი უპირატესობით გამოიხატება: ინოვაციური ტექნოლოგიები, უსაფრთხოების მაღალი დონე, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, სტაბილურობა ნებისმიერ კლიმატურ თუ რელიეფურ პირობებში და ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობა — Michelin ექსპლუატაციის ხანგრძლივობითა და შესრულების სტაბილურობით გამოირჩევა.
გლობალური ბაზრის გამოცდილება
ფრანგული ბრენდი ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის ბაზრებზე. Michelin-ის საბურავებს იყენებს ისეთი გლობალური ბრენდი, როგორიცაა Porsche, რაც ზრდის ბრენდის მიმართ სანდოობას და ტექნოლოგიურ განვითარებაზე მიუთითებს.
Michelin-ის ისტორია
კომპანიის ისტორია 1889 წლიდან იწყება, როდესაც ორმა ძმამ, ედუარდ და ანდრე მიშლენებმა საფრანგეთში, კლერმონ-ფერანში ბიზნესი წამოიწყეს. ამჟამად ბრენდი უკვე 100 წელზე მეტს ითვლის და მსოფლიოში ინოვაციური ტექნოლოგიებით, დიზაინითა და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
სწორედ Michelin-მა დანერგა რადიალური საბურავების ტექნოლოგია, რომელიც მოგვიანებით ავტომობილის თითქმის ყველა კატეგორიის ახალი სტანდარტი გახდა. რადიალური ტექნოლოგია გულისხმობს საბურავის შიდა ფენებში ბოჭკოების ცენტრიდან გარეთ განლაგებას, რაც საბურავის გამძლეობას ზრდის და ავტომობილის ეკონომიურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, გლობალური ლიდერობა და წამყვან ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობა ხაზს უსვამს Michelin-ის შეუცვლელ როლს ავტომობილების საბურავების თანამედროვე ბაზარზე.
ფოტო: თეგეტა
გლობალური ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე
ფრანგული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია თეგეტა მოტორსია, რომელიც მომხმარებლებს Michelin-ის საბურავების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. პროდუქციას თან ახლავს უსასრულო გარანტია, რომელიც საბურავის პროტექტორის ცვეთის დონეს ეფუძნება, რაც დამატებით უსვამს ხაზს ბრენდის სანდოობასა და ხარისხზე მუდმივ ზრუნვას.
ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური საბურავების შერჩევა პროფესიონალი ტექნიკოსების დახმარებით შესაძლებელია თეგეტა მოტორსის ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე 032 2 264444 დარეკვით. Michelin-ის საბურავები ხელმისაწვდომია ონლაინ.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
კომენტარები