არჩევნების წინ, მისმა პატრონებმა დაუკვეთეს სასამართლო სისტემის გაშავების მორიგი მცდელობა — დიმიტრი გვრიტიშვილი ბესარიონ ალავიძეზე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ "არჩევნების წინ, მისმა პატრონებმა დაუკვეთეს სასამართლო სისტემის გაშავების მორიგი მცდელობა, პოლიტიკურ პროცესებში ტემპერატურის რამენაირად აწევის მიზნით"
დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ აქვს "ინფორმაცია, რომ ის, კონკრეტულ ადამიანებთან, აცხადებდა, რომ ე.წ. ენჯეო-სექტორის დაპირებით და ხელშეწყობით, საკუთარი თავის ჩაგრულად, მსხვერპლად წარმოჩენის და ამით სასამართლო სისტემის "გაშავების" სანაცვლოდ, ის მიიღებდა პოლიტიკურ თავშესაფარს საზღვარგარეთ და "უზრუნველ მომავალს".
"ისევ მიწევს, საზოგადოებას შევახსენო რამდენიმე ფაქტი მორიგი არჩევნების წინ, უკვე კანონზომიერად, გააქტიურებული ბესარიონ ალავიძის შესახებ, რომელიც არ ერიდება თავისი ყოფილი კოლეგების და სასამართლო სისტემის მიმართ უსინდისო ცილისწამებას.
ბესარიონ ალავიძე 2021 წლამდე მოსამართლე იყო, ჯერ სააპელაციო სასამართლოში, 2011 წლიდან კი - საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
მისი მოსამართლეობის პერიოდში, მე არ მახსოვს — ოდესმე ხმა ამოეღოს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ წარმოებული, ორკესტრირებული კამპანიის გასაპროტესტებლად; არადა, თუ მართლაც ისეთი ობიექტური, უშიშარი და სიმართლისმოყვარეა, როგორადაც თავს წარმოაჩენს, სწორედ მაშინ უნდა დაეცვა პროფესიული ღირსება.
ახლა კი, დღე არ გავა, ხანაც — ერთ დღეში შესაძლოა რამდენჯერმეც რომ არ გამოაქვეყნოს სოციალური ქსელის მეშვეობით საკუთარი, სიძულვილის ენით ჩამოყალიბებული "მოსაზრებები", რომლებშიც ლანძღავს ლამის ყველას და ყველაფერს.
მისი "გაბრაზება" ადვილად აიხსნება: 2021 წელს მოინდომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსის შენარჩუნება, საჯარო კონკურსში მონაწილეობის გზით, რომელშიც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, კრახი განიცადა: ჯერ კიდევ მოქმედმა მოსამართლემ, საჯარო გასაუბრებისას ვერ უპასუხა მისთვის დასმულ 20-ზე მეტ სამართლებრივ შეკითხვას (იხ: გასაუბრების ამსახველი ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=nbxZ_9MiF9Y).
სწორედ ამ კონკურსის მისთვის სამარცხვინოდ დასრულების შემდეგ, ბესარიონ ალავიძე დაუსრულებლად წუწუნებს და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეები (თვითონ ისიც) განიცდიან (განიცდიდა) ზეწოლას ე.წ. კლანის მხრიდან.
საოცარი ლოგიკაა: თუ სისტემაში ასეთი გაუსაძლისი და ღირსების შემლახველი მდგომარეობა იყო და არის, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასეთი "პირსისხლიანი" იყო, რატომ მოინდომა ამ სისტემაში კვლავ და უვადოდ დარჩენა? რატომ და რის იმედად გავიდა ასეთი საბჭოს წინაშე კონკურსზე ? ან, სანამ ხსენებულ კონკურსზე გავიდოდა, რატომ ხვდებოდა პირადად საბჭოს ზოგიერთ წევრს და წინასწარვე ითხოვდა მის მხარდაჭერას? ასევე, რატომ დათანხმდა, კონკურსამდე, ამგვარ "პირსისხლიან" საბჭოს უფლებამოსილების კიდევ რამდენიმე თვით გაგრძელებაზე?
თუ მასზე რაიმე სახის ზეწოლა იყო, 2017 წელს გამოძიების ფარგლებში დაკითხვისას, ასევე — მასმედიასთან საჯარო კომენტარების გაკეთებისას, რატომ აცხადებდა ბ. ალავიძე, რომ არასდროს განუცდია და დაუდასტურებია ზეწოლის არსებობა არავის მხრიდან? (იხ: ინტერვიუ — https://imedinews.ge/.../besarion-alavidze-zetsola...).
იგივე განაცხადა პროკურატურამაც, გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, რომ ბ. ალავიძეზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტი არ დასტურდებოდა (იხ: პროკურატურის ბრიფინგი - https://kvira.ge/309532).
როდის ცრუობდა თუ ცრუობს ბ. ალავიძე, მაშინ თუ ახლა?
ეს არის კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელია.
სამაგიეროდ, გვაქვს პასუხი ერთ ლოგიკური კითხვაზე: რა მიზანს ისახავს ბესარიონ ალავიძის ამგვარი, სისტემატური კამპანია? გვაქვს ინფორმაცია, რომ ის, კონკრეტულ ადამიანებთან, აცხადებდა, რომ ე.წ. ენჯეო-სექტორის (რომელიც ქართულ სინამდვილეში უკვე ცნობილია, როგორც განსაკუთრებული დესტრუქციული ძალა, კაპიტანი გიგაურის და მისთანების ხელმძღვანელობით) დაპირებით და ხელშეწყობით, საკუთარი თავის ჩაგრულად, მსხვერპლად წარმოჩენის და ამით სასამართლო სისტემის "გაშავების" სანაცვლოდ, ის მიიღებდა პოლიტიკურ თავშესაფარს საზღვარგარეთ და ,"უზრუნველ მომავალს". ამ საქმეში მას უშუალოდ ეხმარებოდა ე.წ. ენჯეო-სექტორის ერთ-ერთი სახე და ლიდერი — კახა წიქარიშვილი, სასამართლო სისტემაზე განაწყენებული, კიდევ ერთი ეგზალტირებული ადამიანი. ამაზე მე ჯერ კიდევ 2022 წელს ვსაუბრობდი, მაშინაც უჩვეულოდ გააქტიურებული ბ. ალავიძის საპასუხოდ (იხ: https://1tv.ge/.../dimitri-gvritishvili-besarion.../).
ამგვარი მიზნის არსებობით ხსნიდა ბ. ალავიძის მოულოდნელ და უჩვეულო გააქტიურებას მოქმედი და ცნობილი ადვოკატიც საკუთარ ფეისბუქ-სტატუსით, რომელიც აცხადებდა, რომ ეს აქტიურობა ბ. ალავიძის ,"ვაჟკაცობით" კი არა, არამედ "პოლიტიკური თავშესაფრის ტკბილი სიკეთით" იყო გამოწვეული (იხ: ადვოკატ პაატა კიკვიძის სტატუსი — https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=10218268641827401&id=1831426866 ).
ეს ყველაფერი ცხადად წარმოაჩენს, რომ ბესარიონ ალავიძე არ არის სასამართლო სისტემის კონსტრუქციული, ობიექტური და შედეგზე ორიენტირებული კრიტიკოსი. რეალობა ისაა, რომ არჩევნების წინ, მისმა პატრონებმა დაუკვეთეს სასამართლო სისტემის გაშავების მორიგი მცდელობა, პოლიტიკურ პროცესებში ტემპერატურის რამენაირად აწევის მიზნით. ამდენად, ბესარიონ ალავიძის სახით, ჩვენ ვხედავთ მმართველი პოლიტიკური ძალისადმი მკაფიოდ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ აქტივისტს (ეს ვლინდება ბ. ალავიძის თითქმის ყოველდღიურ, პოლიტიკური კრიტიკისა და ლანძღვის ნიაღვრით გაჯერებულ პოზიციონირებაში), რომელიც, პირადი წყენის და უკანონოდ დაპირებული სარგებლის სანაცვლოდ, დაეთანხმა ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ წარმოებული, ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად, რუპორად ქცევას", — წერს გვრიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ აქვს პირდაპირი მტკიცებულება, "რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო კლანი ურჩევს მოსამართლეს საქმეს და ასახულია სქემა, როგორ ხდება მოსამართლეების დანიშვნა, წინასწარ გარიგება და ვაჭრობა".
ამას გარდა, 2 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა 2022 წლით დათარიღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე მასზე და სხვა მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს და ე.წ. სასამართლო კლანსა და მის წევრებს ასახელებს. ჩანაწერში, რომელიც საია-ს ოფისშია ჩაწერილი, ყოფილი მოსამართლე იხსენებს რა ხდებოდა "რუსთავი 2-ის", მეტალურგიული ქარხნის, თბილავიამშენის და სხვა გახმაურებულ საქმეებზე. ჩანაწერის საია-ში ჩაწერა დაადასტურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნიკა სვიმონიშვილმა.
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს ხორცში შემავალი მნიშვნელოვანი ცილა სალათის ფოთლებშიც გაზარდეს
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში? როგორი ამინდი იქნება 19-21 აგვისტოს საქართველოში?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს გია ჯაფარიძე: "ქართული ოცნება" გეორგიევსკის ტრაქტატის თემით თავის რუსულ პოლიტიკას ამართლებს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
-
"არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე "არ ვიცი, რაზეა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
კომენტარები