CPJ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სწრაფად გამოიძიოს გასულ კვირას ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმები
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიძიოს გასულ კვირას ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმები. ამასთან დაკავშირებით CPJ ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ნოემბრის შემდეგ ათობით ჟურნალისტი გახდა თავდასხმის მსხვერპლი.
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს მინიმუმ ექვს ჟურნალისტზე თავდასხმები, რომლებიც გასული კვირის განმავლობაში თბილისში, ანტისამთავრობო პროტესტების გაშუქებისას მოხდა.
ნოემბრიდან მოყოლებული, ათეულობით ჟურნალისტი გახდა თავდასხმის მსხვერპლი — ზოგჯერ პოლიციისა და ნიღბიანი პირების მხრიდან სასტიკადაც კი — მასობრივი საპროტესტო აქციების გაშუქებისას, რომლებიც მმართველი პარტიის, ქართული ოცნების, გადაწყვეტილებას მოჰყვა, ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა CPJ-ის ევროპის და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი, გულნოზა საიდი. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პასუხისგებაში უნდა მისცეს ყველა დამნაშავე პირი, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს.
"პოლიციის მხრიდან მასშტაბური ძალადობის ფონზე, რომელიც ქართველი ჟურნალისტების მიმართ ფიქსირდება პროტესტების გაშუქებისას, უკანასკნელი თავდასხმები — რომელთა ნაწილი, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის მხარდამჭერებს უკავშირდება — განსაკუთრებით შემაშფოთებელია," — განაცხადა გულნოზა საიდმა, CPJ-ის ევროპის და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა. "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა დამნაშავე, ვინც ძალადობს პრესაზე, პასუხისგებაში მიეცეს", — დაამატა მან.
CPJ-ის განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულ ჟურნალისტებზე. განცხადებაში აღნიშნულია, რა დაზიანებები მიიღეს და რა პრობლემები შეექმნათ ჟურნალისტებს — ლასლო მეზეშს, ქეთო მიქაძეს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, მარიამ ნიკურაძეს, ლიკა ზაკაშვილსა და ქეთევან ხუციშვილს.
"8 სექტემბრის საღამოს ნიღბიანი პირების ნაწილი პარტია ქართული ოცნების, თბილისის მერთან აფილირებულ საარჩევნო შტაბთან, მომიტინგეებს დაუპირისპირდა.
ვიდეოკადრებში ჩანს უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზეში, რომელსაც პრესის ნიშანი აქვს და სახიდან სისხლი მოსდის, ხოლო თითი მოტეხილი აქვს. მისი თქმით, შენობიდან მამაკაცები გამოვიდნენ, ტელეფონი წაართვეს და სცემეს, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტად იყო იდენტიფიცირებული.
გამოცემა პუბლიკას მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ წაართვეს ქეთო მიქაძესა და ალექსანდრე ქეშელაშვილს ტელეფონები.
ფოტოჟურნალისტმა და OC Media-ს თანადამფუძნებელმა მარიამ ნიკურაძემ CPJ-ს უთხრა, რომ გადაღებისას მას წყალი გადაასხეს.
ნეტგაზეთის რეპორტიორი ქეთევან ხუციშვილი კი ჰყვება, რომ ის შტაბიდან გამოსული პირების კადრებს იღებდა, რომლებიც მომიტინგეებს ნივთებს ესროდნენ, როდესაც პოლიციელებმა და სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფმა პირებმა შეაგინეს, ძალით გაიყვანეს და ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ხელი ჰკრა.
3 სექტემბერს იმავე ადგილზე გამართულ პროტესტზე მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა პუბლიკას მთავარ რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილს, დაარტყა ტელეფონზე, ხოლო სხვა პირი მასზე შეაფურთხა", — წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
CPJ ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზეც ამახვილებს ყურადღებას, სადაც პაპუაშვილი არეულობას "ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ექსტრემისტებს" აბრალებს.
"საპარლამენტო სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ძალადობა "ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ექსტრემისტებს" დააბრალა და "გარე დაფინანსებულ მედიას" პარტიის ოფისზე "შეტევის ორგანიზებაში" დასდო ბრალი.
CPJ-მ კომენტარისთვის პოლიციას და ქართულ ოცნებას მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია", — წერია განცხადებაში.
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
კომენტარები