ფლანგვის დეტექტორი: გრანტების მართვის სააგენტოს დირექტორის ხელფასი ₾10 585-ია, თავმჯდომარის მოადგილის – ₾8 760
გრანტების მართვის სააგენტო ოცნების ინიციატივით "სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად" მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა. "ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, სსიპ-მა აპრილში გამარტივებული შესყიდვით შპს "სტარკ პროდაქშენის" მიერ სოციალური ქსელების 3-თვიანი მომსახურება შეიძინა, რაშიც 24 ათასი ლარი გადაიხადა.
დოკუმენტის მიხედვით, მომსახურება მოიცავს "სსიპ — სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს სოციალური მედიის (Facebook, Instagram პლატფორმაზე) გვერდების შექმნას, მართვასა და ვიზუალური მასალის დამზადებას".
ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების განხორციელების პერიოდად 2025 წლის 22 ივლისი — 30 სექტემბერი განისაზღვრა.
ბიუჯეტი
22 აპრილს გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის გამოსაყოფ თანხად განისაზღვრა 510,200 ლარი, ხოლო წლიურ შრომის ანაზღაურებად ბიუჯეტის ნახევარი — 253,160 ლარი. ამასთან ერთად, განკარგულებაში მითითებული იყო სააგენტოს თავმჯდომარის, ამ შემთხვევაში თამარ ზოდელავას თვიური ხელფასი — 10,585 ლარი, თავმჯდომარის მოადგილის თვიური ხელფასი — 8,760 ლარი და დეპარტამენტის უფროსის თვიური ანაზღაურება — 7,300 ლარი.
უცნობია თანამშრომელთა ზუსტი რიცხვი, თუმცა კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოში დაახლოებით 10 პირი უნდა დასაქმებულიყო.
კიდევ ერთი, 20 მაისის განკარგულების მიხედვით, სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ბიუჯეტისთვის 510,200 ლარი გამოიყო და ამ თანხის "სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის" პროგრამიდან დახარჯვა განისაზღვრა.
მოგვიანებით დაფინანსება შეიცვალა და უკვე 30 ივნისის განკარგულებით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, 20 მაისის განკარგულებაში ცვლილება შევიდა და ოცნების მთავრობამ აღნიშნული სსიპ-თვის ჯამურად 814,472 ლარის ოდენობის თანხის გამოყოფა მოითხოვა, რაც თავიდან დასახელებულ თანხაზე 304,272 ლარით მეტია.
ოცნების პრემიერის 23 აპრილით დათარიღებული ბრძანებით სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავა გახდა. აღნიშნულ სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება.
ოცნებამ გრანტების კანონში ცვლილების შეტანას III მოსმენით, 16 აპრილს დაუჭირა მხარა,
ოცნების ხელისუფლების პარლამენტმა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, 2 დღეში განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა.
ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით 10 პირი დასაქმდება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კანონპროექტით წელს გრანტების სააგენტოს ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. სააგენტოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
კომენტარები