პროკურატურა: უკანონოდ მსჯავრდებული 14 პირის საქმე გადაისინჯება
ფოტო: პროკურატურის ვებსაიტი
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული 14 მსჯავრდებულის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
პროკურატურის თქმით, საქმე ეხება 2006 წლის სექტემბერში "სამართლებრივი საფუძველის გარეშე" ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც პოლიტიკური პარტიების - XXI-ე საუკუნე - ენა, მამული, სარწმუნოების, სამართლიანობის, იმედისა და კონსტიტუციურ-მონარქისტული პარტიის - წევრების დაკავება მოჰყვა.
უწყების თქმით, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი გამოძიება, რომლითაც მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოირიცხა:
"მსჯავრდებულთა გასამართლება მოხდა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით. კერძოდ, 2005-2006 წლებში ხსენებული პოლიტიკური პარტიის ლიდერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მართავდნენ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს, სადაც ისინი სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის და სხვა გახმაურებული საქმეების გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდნენ."
პროკურატურის განცხადებით, კუდის მაღალჩინოსნების სპეცოპერაციის ფარგლებში, კოალიცია სამართლიანობის წევრები შეიარაღებული ამბოხის მოწყობის ბრალდებით დააკავეს:
"ამ მიზნით, პოლიტიკური პარტია სამართლიანობის წევრი კახაბერ ქანთარია თითქოს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ მოწყობილობას."
უწყების თქმით, ახალი გამოძიებითა და, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის ჩვენებით დადგინდა, რომ კახაბერ ქანთარიას საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სამართალდამცავებმა თავად მიიტანეს და დააწყვეს სარდაფში:
"მსჯავრდებულთა თითქოსდა საიდუმლო თათბირის შესახებ ყალბი ჩვენებები მისცეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ წინასწარ მოძიებულმა ცრუ მოწმეებმა, რომელთაც არანაირი შეხება ამ საქმესთან არ ჰქონდათ და მამხილებელი ჩვენებები, მხოლოდ სამართალდამცავების მუქარის, ზეწოლისა და მატერიალური დაპირებების შედეგად მისცეს."
პროკურატურის ინფორმაციით, ახალგამოვლენილი გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართეს, ხოლო მტკიცებულებების გაყალბებასა და მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებაში მხილებული სამართალდამცავების მიმართ გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღება.
პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის საქმიანობა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვასა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას უკავშირდება. უწყების თქმით, პროცესს შეუქცევადი ხასიათი ექნება, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიებები მსჯავრდებულ პირთა უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტებზე.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები