მწერალი ტეილორ ჯენკინს რიდი ბისექსუალად დაქამინგაუთდა
ფოტო: Julia Johnson / TIME
ცნობილი ამერიკელი მწერალი ტეილორ ჯენკინს რიდი ჟურნალ Time-თან ინტერვიუში ბისექსუალად დაქამინგაუთდა. არაერთი ბესტსელერის ავტორის თქმით, "ხანდახან რთული იყო იმ ფაქტთან შეგუება, რომ ხალხი ჰეტეროსექსუალ ქალად" ხედავდა. თუმცა, იდენტობასთან დაკავშირებული შეკითხვები მისთვის არახალია.
"მეკითხებოდნენ, გოგოსავით რატომ არ იცვამ, ფრჩხილებს რატომ არ იკეთებ, ასე რატომ ლაპარაკობ ან უფრო ჩუმი რატომ არ ხარო", — იხსენებს მოზარდობისდროინდელ გამოცდილებას რიდი, — "მერე გამოჩნდა ხალხი, რომელიც ასკვნიდა, ბიჭივით იმიტომ იცვამ, რომ გეი ხარო".
თუმცა, მწერლის თქმით, "გეისთან" თავისი გაიგივება უჭირდა, რადგან ორივე სქესის მიმართ გრძნობდა ლტოლვას: მისი პირველი სიყვარული ბიჭი იყო, მოგვიანებით კი, 20 წელს გადაცილებულს, ქალი შეუყვარდა. რიდი ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში გარშემომყოფებს მისი არჩევანი აეჭვებდა.
"90-იანების მიწურული იყო, ამიტომ, ბისექსუალობაზე არ ლაპარაკობდნენ და თუ ლაპარაკობდნენ, მხოლოდ დასაცინად", — ამბობს მწერალი, — "თუ ამბობდი რომ ბისექსუალი ხარ, ფიქრობდნენ, რომ ან ყურადღების მიქცევა გინდა, ან გეიდ ქცევის გზას დაადექი".
რიდის წიგნებში ქვიარ პერსონაჟებსაც ვხვდებით. მწერლის ალბათ ყველაზე პოპულარული რომანი, ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი, სულაც ორი ქალის სიყვარულის ისტორიაზეა. ქვიარ სასიყვარულო ხაზია ავტორის ახალ წიგნშიც Atmosphere, რომელიც სულ მალე გამოიცემა. დრო იყო, რისკიან, დრამატულ სიყვარულზე დამეწერაო, ამბობს რიდი.
Time-თან ინტერვიუში მწერალი ასევე აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების გასაჯაროება არ ხიბლავს, თუმცა, მის სექსუალობაზე უახლოესმა ადამიანებმა ყოველთვის იცოდნენ. მეტიც, მისი ქმარი, სცენარისტი ალექს ჯენკინს რიდი, სექსუალობას მრავალოთახიან სახლს ადარებს.
"ქალებისადმი ჩემი მიზიდულობა იდენტობის სახლის ერთ-ერთი ოთახია და ალექსს ესმის, რომ Atmosphere ჩემთვის სწორედ ამ ოთახში გატარებული დროა", — ჰყვება რიდი, — "ძალიან უხაროდა, რა მაგარია, რომ შენს ამ მხარეს ასე გამოხატავო. და დამეხმარა კიდეც, ეს წიგნი რაც შეიძლება რომანტიკული და მშვენიერი გამოსულიყო".
ტეილორის თქმით, იაზრებს, რომ კაცზე დაქორწინება მას "ჰეტეროსაშვის" იმ პრივილეგიებს აძლევს, რომლებსაც ზოგიერთი ქვიარ ქალი მოკლებულია.
ტეილორ ჯენკინს რიდის წიგნები მსოფლიოში 21 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული და თარგმნილია 42 ენაზე, მათ შორის, ქართულად (ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი და დეიზი ჯოუნსი და ექვსეული).
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
კომენტარები