ჩავლენ თუ არა მოსკოვში 9 მაისს ალექსანდარ ვუჩიჩი და რობერტ ფიცო?
ფოტო: Politico
რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო შეუძლოდ გახდნენ და, შესაძლოა, 9 მაისს კრემლში ვეღარ ჩავიდნენ.
რა ვიცით ვუჩიჩის შეუძლოდ გახდომის სესახებ?
სერბული ტელევიზია RTS-ის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი აშშ-ში ვიზიტის დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, ვიზიტის შეწყვეტა გადაწყვიტა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, ვუჩიჩი ბელგრადში გაფრინდა, სადაც სამხედრო სამედიცინო აკადემიაში (VMA) მოათავსეს.
ადგილობრივი მაუწყებლის ცნობით, ალექსანდარ ვუჩიჩის ავადმყოფობის მიზეზი არტერიული წნევის მკვეთრი მატება გახდა.
"პრეზიდენტ ვუჩიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. შეერთებულ შტატებში მან გულმკერდის არეში ხანმოკლე, მწვავე ტკივილი განიცადა... სამხედრო სამედიცინო აკადემიაში ჩასვლისთანავე თავს კარგად ვგრძნობდი. ექიმების კონსილიუმის მიერ მისი ჩვეული მკურნალობა შეცვლილია, — განაცხადა პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა ბრიფინგზე.
ფლორიდაში ყოფნისას ვუჩიჩმა მოახერხა შეხვედრა ნიუ-იორკის ყოფილ მერთან, რუდოლფ ჯულიანისთან, ილინოისის ყოფილ გუბერნატორ როდ ბლაგოევიჩთან და შეერთებული შტატებიდან ჩამოსულ სერბ ბიზნესმენებთან. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილი მოლაპარაკებები გაუქმდა.
რა ვიცით ფიცოს შეუძლოდ ყოფნის სესახებ?
პორტალი Tvnoviny-ის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომაც მაისის დასაწყისში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება გააუქმა.
გამოცემაში მითითებულია, რომ ფიცომ ოქსფორდში (დიდი ბრიტანეთი) სტუდენტებისთვის წაკითხული ლექცია განუსაზღვრელი ვადით გადადო. გარდა ამისა, ის არ დაესწრო თავის ქვეყანაში დაგეგმილ პირველი მაისის აღნიშვნას.
აპრილში ფიცო არ შეხვედრია ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტს მილოშ ზემანს, რომელმაც მოგვიანებით განმარტა, რომ მისი კოლეგა "მკვლელობის მცდელობის შემდეგ თავს კარგად არ გრძნობდა".
ერთი წლის წინ, 2024 წლის მაისში, რობერტ ფიცო სლოვაკეთის ქალაქ ჰანდლოვაში მკვლელობის მცდელობას გადაურჩა და რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიიღო. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც სერიოზული, მაგრამ რამდენიმე ოპერაციისა და რეაბილიტაციის კურსის შემდეგ, ის აქტიურ სამუშაოს დაუბრუნდა.
EU-ს გამოხმაურება:
ალექსანდარ ვუჩიჩი და რობერტ ფიცო ევროპული ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენლები არიან, რომლებმაც 9 მაისს მოსკოვში ჩასვლისა და წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმზე დასწრების განზრახვა გამოთქვეს.
ამან აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია ევროკავშირის პოლიტიკოსებში. 14 აპრილს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი მკაცრად ურჩევს ევროკავშირისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებს გამარჯვების დღეს მოსკოვში არ წავიდნენ.
"[ევროკავშირის საგარეო საქმეთა] მინისტერიალის შეხვედრაზე ძალიან ცხადი იყო, რომ 9 მაისის აღლუმებსა თუ ზეიმებში მონაწილეობა მოსკოვში ევროპელებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ბევრმა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სერიოზულად ეკიდება 9 მაისის აღსანიშნავად მოსკოვში ვიზიტებს, მათ შედეგები მოჰყვება", — განაცხადა კალასმა.
ჩავლენ თუ არა ფიცო და ვუჩიჩი 9 მაისს კრემლში?
DW-ს ცნობით, 4 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცომ გაანცხადა, რომ ნაციზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად 9 მაისს მოსკოვში ჩავა და უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერების დაშინების მცდელობაში დაადანაშაულა.
პრემიერმინისტრის თქმით, ის მოსკოვში 2 სტუდენტთან ერთად ჩავა. გარდა ამისა, ქვეყნის პარლამენტისა და ევროპარლამენტის რამდენიმე წევრიც იქნებიან აღლუმზე, თუმცა არა ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში.
რუსული მედიის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა, მან მომდევნო დღეებისთვის ყველა გეგმა გააუქმა, თუმცა 9 მაისს მოსკოვში ვიზიტზე უარი არ უთქვამს, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა სინიშა მალიმ.
"მან სამხედრო სამედიცინო აკადემია (VMA) საღამოს 5:00 საათის შემდეგ დატოვა. მე ვესაუბრე მას —- ამბობს, რომ თავს უკეთ გრძნობს", — განაცხადა მალიმ სერბეთის რადიოსა და ტელევიზიაში (RTS).
"პრეზიდენტი თავს უკეთ გრძნობს. მან სთხოვა, ეს სერბეთის ყველა მოქალაქისთვის გადაეცა. მოდით, რამდენიმე დღით დაისვენოს. რადგან მას დასვენება დაენიშნა, მან მომდევნო დღეებისთვის ყველა აქტივობა გააუქმა", — თქვა მან.
პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია პრეზიდენტის 9 მაისს მოსკოვში ვიზიტის გეგმებთან დაკავშირებით რაიმე ცვლილების შესახებ, მაგრამ გამოთქვა რწმენა, რომ ვუჩიჩი სიტყვას შეასრულებს.
"უახლოეს რამდენიმე დღეში, როდესაც ის გამოჯანმრთელდება, საზოგადოებას მიმართავს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, მას ვიცნობ და იმის გათვალისწინებით, რომ ის სიტყვის კაცია, არის ის, რომ მან პირობა დადო, რომ იქ იქნებოდა და ვვარაუდობ, რომ თავის დაპირებას შეასრულებს", — აღნიშნა მალიმ.
რადიო თავისუფლებას ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში 2024 წლის დეკემბერში იმყოფებოდა. ის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მესამე პოლიტიკური ლიდერი იყო, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვლადიმირ პუტინს ესტუმრა. მანამდე იყო ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი — 2022 წლის აპრილში და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი — 2024 წლის ივლისში.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები