The Last Of Us დაბრუნდა — თინეიჯერული ბრაზი, შურისძიების წყურვილი და ახალი საფრთხეები
ფოტო: HBO
სტატია შეიცავს სპოილერებს სერიალზე The Last of Us
ორწლიანი ლოდინის შემდეგ, HBO-ს სერიალი The Last of Us ნანატრი მეორე სეზონით დაგვიბრუნდა და პირველივე სერიით დაგვიმტკიცა, რომ თავის საფუძველს არ ღალატობს და კიდევ უფრო ღრმად გვიჩვენებს პოსტ-აპოკალიფსური სამყაროს დისტოპიური რეალობის თავისებურებებს.
სერია მოულოდნელობით, თუმცა ბუნებრივად იწყება, ზუსტად იქიდან, სადაც პირველი სეზონი დასრულდა. რამდენიმე დაძაბული წუთის შემდეგ, სადაც ვიგებთ, რომ აჯანყებულთა დაჯგუფება "ციცინათელები" ჯოელზე შურისძიებას გეგმავს, სცენარში "დროში ხტომა" ხდება. მაყურებელი მაშინვე გრძნობს, რომ დრო გავიდა, პერსონაჟები კი შეიცვალნენ — განსაკუთრებით ელი, რომლის შინაგანი მდგომარეობა უკვე თვალშისაცემია. სერია ხაზს უსვამს არა მხოლოდ პოსტაპოკალიფსური სამყაროს სიმძიმეს, არამედ იმ ემოციურ დაძაბულობას, რომელიც პერსონაჟებს ერთმანეთთან აკავშირებს... ან აშორებს.
თამაში და ვიზუალი
ფოტო: HBO
ბელა რემზი ისევ საოცრად ასრულებს ელის როლს — გოგო, რომელიც ჯოელმა, ფაქტობრივად, იშვილა, ახლა უკვე უფრო სერიოზული, გულჩათხრობილი და მეტად დაფიქრებულია. სერიაში ჩანს ახალი პერსონაჟიც, დინა, რომელიც ელის საუკეთესო მეგობრის როლში გვევლინება. ვიზუალურად სერიალი ისევ იმ მაღალი ხარისხით არის შესრულებული, რაც HBO-ს სჩვევია — პოსტ-აპოკალიფსური სამყარო ცოცხალი, მძიმე და გასაოცარი დეტალებით სავსეა. სერიაში იმ ჟირაფებს კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომლებმაც წინა სეზონიდან დაგვამახსოვრეს თავი.
სერიალის შემქმნელები მტკიცედ მისდევენ The Last of Us-ის ვიდეოთამაშის მეორე ნაწილში მოთხრობილი ისტორიის ხაზს, თუმცა სერიალის ფორმატში დამატებით სიღრმესა და ემოციურ ფენებსაც გვთავაზობენ. მეორე სეზონის პირველი სერია ინტიმურია, თითქოს პერსონაჟების გულებში გვახედებსო. მოქმედება შედარებით ნელ ტემპში ვითარდება, მაგრამ ეს აშკარად მიზანმიმართულია — სერიალი ნელ-ნელა აგებს ახალ კონფლიქტებსა და დაძაბულობას.
ჯოელი თინეიჯერი გოგოს მამის როლში
ფოტო: HBO
მიუხედავად იმისა, რომ ჯოელი სერიაში ბევრს არ ამბობს, მისი არსებობა თითქმის ყოველ კადრში იგრძნობა. ჯოელი, რომელიც წინა სეზონში მძიმედ დაშავდა და ელის გადარჩენა მაინც შეძლო, ახლა თავის ძმასთან, ტომისთან და ელისთან ერთად ცხოვრობს ქალაქში, რომელიც ინფიცირებულებისგან გადარჩენილებმა ერთობლივი ძალისხმევით ააგეს. სერიის მსვლელობისას ვხედავთ, რომ ჯოელის პერსონაჟი იცვლება — თითქმის ვერ იცნობთ იმ უტყვ, უემოციო ადამიანს, რომელიც წინა სეზონში ელიმ "გატეხა" და თავის გრძნობებზე აალაპარაკა. ჯოელი ცდილობს, ქალაქისთვის სასარგებლო იყოს, თავისი ძმის ოჯახთან კარგი ურთიერთობა აქვს, ფსიქოლოგთანაც კი დადის, თუმცა ის, რასაც ჯოელი ყველაზე მეტად ცდილობს, თავის შვილობილთან საერთო ენის გამონახვაა. მისი ქმედებები პირველი სეზონის ფინალიდან ნელ-ნელა იღებს მძიმე, ტრაგიკულ და გარდაუვალ სახეს. ვხედავთ, რომ ჯოელი ნანობს, ელი რომ მოატყუა, თუმცა იცის, რომ მის გადასარჩენად სხვა გზა არ არსებობდა. მართალია, ელისა და ჯოელს შორის სიყვარულს კიდევ ვხედავთ, თუმცა ეს სიყვარული ახლა დაძაბულობის, უთქმელი სიტყვებისა და საეჭვო მომავლის ჩრდილქვეშ იმალება.
შურისძიება იწყება
ები
ფოტო: HBO
როგორც ზემოთ ვახსენე, მაყურებელი სერიის დასაწყისშივე იგებს იმას, რაც მეხსიერებაში მაშინვე ილექება — ჯოელის ქმედებებს უკვალოდ არ ჩაუვლია, მას სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. ვხედავთ ახალ პერსონაჟს, ების, რომელიც დაუყოვნებლივ ტოვებს ცივი, მაგრამ მტკიცე ადამიანის შთაბეჭდილებას. მისი მომნუსხველი ძალა და ჩუმი, თითქმის გამყინავი აურა უკვე მეტყველებს, რომ ამ სეზონში ის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იქნება. ების შურისძიების მოტივი ამოძრავებს — მისი გეგმის შესახებ დეტალებს სერიალის ავტორები ჯერ ბოლომდე არ გვიხსნიან, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ჯოელი მისი სამიზნეა.
ინფიცირებულები უფრო საშიშები ხდებიან
ფოტო: HBO
და, სერიის მთავარი სიახლე: ახალი ტიპის ინფიცირებულები! მეორე სეზონში პირველად ვხედავთ შორიდან ამოუცნობ ქმნილებებს, რომლებიც უცნაურად მოძრაობენ და კლასიკურ "კლიკერებზე" უფრო ჩუმები, მოულოდნელები და ბევრად, ბევრად მოქნილები არიან. მათი ყურებისას გვექმნება მოლოდინი, რომ პოსტ-აპოკალიფსური გარემო ახლა უფრო მტრულია, ვიდრე წინა სეზონში. ინფიცირებულთა ევოლუციის შესახებ რეჟისორი ბრწყინვალედ გვამცნობს კადრებში — ჩუმი დერეფნები, დაძაბული სიჩუმე და ის მომენტები, როცა გული გიჩერდება, ამ ეპიზოდში უხვადაა.
საერთო ჯამში, სეზონის პირველი სერია ნათლად აჩვენებს, რომ ეს ისტორია შურისძიებას, ტკივილს და ფსიქოლოგიურ ბრძოლას მიეძღვნება.
იხილეთ ასევე:
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
კომენტარები