რა უთხრეს სინამდვილეში მაკა ბოჭორიშვილს ავსტრიაში
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
გუშინ, 26 მარტს, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა და ამ შეხვედრის ამსახველი ფოტო-მასალა სამინისტროს ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, სადაც სრულად არ არის ნახსენები, რაზე ილაპარაკეს შეხვედრაზე მინისტრებმა.
ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა, რა საკითხები განიხილებოდა შეხვედრაზე. ესენია:
- ავსტრიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;
- რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვისუნარიანობის და მდგრადობის გაძლიერების მნიშვნელობა;
- რუსეთის მიერ გავრცელებულ ყალბი ინფორმაციის და ნარატივების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა;
- საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირისკენ სწრაფვის შეჩერება;
- საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკან გადადგმული ნაბიჯები სამართლის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში;
- დარღვევები 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში, რომლის შესახებაც უთითებს ODIHR. შედეგად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად შეჩერებულია;
- საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების და მედიის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და დანაშაულების არ გამოძიება;
- ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი ამ ძალადობის გამო, ევროკავშირის დახმარების შეჩერება, რომლის გაგრძელება არც 2025 წელს იგეგმება;
- ავსტრიის მხრიდან ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა;
- პრო-ევროპულ კურსზე დაბრუნების სურვილი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის 80%-ზე მეტის მისწრაფებას.
მიუხედავად იმისა, რომ პრესკონფერენციაზე ავსტრიელი მინისტრის საუბრის ნახევარზე მეტი, სწორედ ადამიანის უფლებებს, ხელისუფლების მხრიდან ძალადობასა და ევროკავშირისკენ სწრაფვის შეჩერებას დაეთმო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ერთხელაც არ უხსენებია ეს საკითხები.
ბეათე მაინლ-რაიზინგერი
ფოტო: ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ სამინისტრო
გთავაზობთ ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრის განცხადების თარგმანს:
კარგი შეხვედრა იყო; ყოველთვის მნიშვნელოვანია გულწრფელი და კონსტრუქციული დიალოგის გამართვა. ორმხრივ დონეზე, საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ისევე როგორც განვითარების მნიშვნელოვან სფეროდ ითვლება. საქართველო ჩვენი განვითარების პროგრამის ერთ-ერთი ფოკუსია და ჩვენ გვაქვს კარგი ეკონომიკური ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, ამ კავშირების შემდგომი გაღრმავება ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.
განგრძობადი რუსული აგრესიული ომისა უკრაინის წინააღმდეგ კონტექსტში, ჩვენ ორივემ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მდგრადობა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს მცდელობებს, დააზიანოს ჩვენი ინსტიტუტები და საზოგადოებები, და საჭიროა, გავაერთიანოთ ძალები, რათა დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს მცდარი ნარატივების და დეზინფორმაციის გავრცელების მიმართულებით.
რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, დაუსჯელად დაარღვიოს საერთაშორისო სამართალი. თუ საერთაშორისო წესრიგი აღარ დაეფუძნება წესებს და მხოლოდ ძალის უპირატესობაზე იარსებებს, შედეგები ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა ავსტრია და საქართველო, ძალიან სერიოზული იქნება. ამიტომ ავსტრია—და ამაზე ვისაუბრეთ კიდეც—მთლიანად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს ჩვენი დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების კონტექსტში.
კარგ პარტნიორებს შორის მნიშვნელოვანია გულწრფელი და ღია დისკუსიების გამართვა, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს დღის წესრიგში ბევრი რთული საკითხი გვქონდა. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, საქართველო უკუსვლაშია. ეს ავსტრიისთვის და, ზოგადად, ევროპული პერსპექტივიდან, ძალიან საწყენი ფაქტია. ჩვენ ვხედავთ უკან დახევას რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით სამართლის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში. უფრო მეტიც, ვხედავთ უკან გადადგმულ ნაბიჯებს, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობა და საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები, რომელზეც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) მიუთითა. შედეგად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად შეჩერებულია.
ჩემმა ქართველმა კოლეგამ ძალიან ნათლად გაიგო, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა ფაქტი უნდა გამოიძიონ და დამნაშავე პირები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში.
ძალადობის საპასუხოდ, ევროკავშირმა შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი დახმარების გაწევა, რაც 120 მილიონ ევროს შეადგენს. ასევე შევაჩერეთ 30 მილიონი ევროს ღირებულების მხარდაჭერის ღონისძიებები 2024 წლის ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, და 2025 წლისთვის არანაირი მხარდაჭერა არ იგეგმება.
თუმცა, ევროკავშირი და ავსტრია გააგრძელებენ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, დაძლიონ გაყოფა და პოლარიზაცია. ვფიქრობ, სხვა ალტერნატივა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ გააქტიურდეს დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და გაგრძელდეს კომუნიკაცია ევროკავშირთან. სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ დღეს ეს საუბარი გავმართეთ. დიალოგი პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
როგორც უკვე ვთქვი, გვწყინს, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება. მომავალი მოვლენები მთლიანად საქართველოს ხელისუფლების შემდეგ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, რომ კითხვა—„როგორ გავაგრძელოთ გზა ევროკავშირისაკენ?“—სრულიად საქართველოს გადასაწყვეტია. ეს, რასაკვირველია, სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუმცა ასევე ცხადია, რომ ჩვენ მივესალმებით უფრო აქტიურ და მიზანმიმართულ ძალისხმევას ამ ევროპული გზის მიმართ. მე წინააღმდეგი ვარ კარის ბოლომდე დახურვის, და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა სწორედ ამას ასახავდა. აუცილებელია, რომ კომუნიკაციის არხები ღია დარჩეს. ვენა ყოველთვის იყო დიალოგისა და დიპლომატიის ცენტრი, და ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამ როლს უსვამს ხაზს.
ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და საქართველოს გაწევრიანების გზას, თუ ხელისუფლება შეცვლის ამჟამინდელ კურსს. პროევროპული მიმართულების აღდგენა თანხვედრაში იქნებოდა ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებასთან, რადგან 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
კომენტარები