ჰარპერ ლის აქამდე უცნობი მოთხრობები წიგნად გამოიცემა
ფოტო: Donald Uhrbrock / The LIFE Images Collection / Getty Images
ჰარპერ ლის აქამდე უცნობი მცირე პროზა სულ მალე დღის სინათლეს იხილავს. თანამედროვე ამერიკელი კლასიკოსის ახალაღმოჩენილი მოთხრობები წელს წიგნად გამოიცემა. კრებული, სახელწოდებით საამური მარადისობის ქვეყანა, რვა უცნობ მოთხრობასა და რვა ადრე გამოქვეყნებულ ესეის გააერთიანებს.
მოთხრობები, რომლებიც კრებულში შევა, ლის გარდაცვალების შემდეგ, 2016 წელს, მწერლის ნიუ-იორკში მდებარე ბინაში აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, ტექსტები მანამდე დაიწერა, სანამ ავტორი მუშაობას დაიწყებდა თავის საქვეყნოდ ცნობილ რომანზე ნუ მოკლავ ჯაფარას.
"მოხარული ვარ, რომ ვიპოვეთ და გამოვცემთ მოთხრობებს, რომელთა არსებობის შესახებაც კი ვიცოდით, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ", — ამბობს ლის დისშვილი, ედვინ კონერი, — "იგი მხოლოდ ჩვენი საყვარელი დეიდა კი არა, დიდი ამერიკელი მწერალიც იყო და ალბათ ბოლომდე ვერასდროს გავიგებთ, როგორ მიაღწია ამხელა სიმაღლეს".
გამომცემლის ცნობით, მომავალი კრებული "შეუფასებელი მასალაა ყველასთვის, ვინც ლის მწერლად ჩამოყალიბებითაა დაინტერესებული". ამასთან, მკითხველისთვის სიახლე იქნება ისიც, რომ მოთხრობებში მოქმედება ალაბამასთან ერთად, მანჰეტენზე ვითარდება.
კადრი ფილმიდან ნუ მოკლავ ჯაფარას (1962)
ფოტო: John Springer Collection / Corbis
თავის სიცოცხლეში, ჰარპერ ლიმ მხოლოდ ორი წიგნი გამოსცა: ნუ მოკლავ ჯაფარას და მიდი, დააყენე დარაჯი. ეს უკანასკნელი მწერლის გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა, თუმცა, როგორც ვიცით, ნაწარმოები მის წინამორბედზე ადრე დაიწერა. მეტიც, მიდი, დააყენე დარაჯი თავდაპირველად ლის მომავალი შედევრის ერთგვარი მონახაზი ყოფილა.
აი, რაც შეეხება რომანს ნუ მოკლავ ჯაფარას, 1960 წელს გამოცემული ეს წიგნი დღეს უკვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკაა. ნაწარმოები ნათარგმნია 40-ზე მეტ ენაზე და მსოფლიოში 46 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული. წიგნმა პულიცერის პრემიაც დაიმსახურა, მის მიხედვით კი რეჟისორმა რობერტ მალიგანმა ოსკაროსანი ფილმი გადაიღო.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
კომენტარები