"ეს რეაქცია არის "პატარა კაცების" პატარა ბოღმა" — სალომე ზურაბიშვილი
"იმ დროს, როცა მიმიღეს მიუნხენში, ამერიკაში თუ პარიზში, ეს მათი რეაქცია არის მხოლოდ პატარა კაცების პატარა ბოღმა. ვერსად ვერ წავა ეს ბოღმა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რა ხდება და რატომ ხდება, "— განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
18 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელშიც აეროპორტში მასზე თავდასხმაზე ისაუბრა.
ზურაბიშვილის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა და გამოძიება მოითხოვა.
მე-5 პრეზიდენტმა თავდასხმა შეაფასა, როგორც ქართული ოცნების "უსურობა" და განაცხადა, რომ ოცნება ვერ მართავს საქართველოს — ერთადერთი, რასაც პარტია აკეთებს და შეუძლია, რეპრესიული ზომების მიღება და კვერცხის სროლაა.
"ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფრის გატარება არ შეიძლება.
დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, ხოლო შემდგომ უკვე ოცნების მიერ გამართლებული იყო ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ, ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ მე კი არა, სახელმწიფოს არ სცემენ პატივს.
ამ შემთხვევაში მე ვარ სიმბოლო, რასაც ებრძვის ქართული ოცნება — ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას, ეს უკვე ძალიან დიდი ხანია დაავიწყდათ, საქართველოს სურათი მსოფლიოში. იმ დროს, როცა მიმიღეს მიუნხენში, ამერიკაში თუ პარიზში, ეს მათი რეაქცია არის მხოლოდ პატარა კაცების პატარა ბოღმა. ვერსად ვერ წავა ეს ბოღმა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რა ხდება და რატომ ხდება. რეალურად ამას ვხსნიდი მე უცხოეთში, რასაც ღალატს ეძახიან — რომ საქართველო ამაზე ბევრად მეტია, რომ საქართველო ამაზე ბევრად დიდია და ესენი ვერ მართავენ საქართველოს, აღარც იციან რას ნიშნავს ქვეყნის მართვა და მმართველობა, ერთადერთი, რასაც აკეთებენ და შეუძლიათ, არის რეპრესიული ზომების ერთიმეორის მიყოლებით მიღება და კვერცხის სროლა.
რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება, მაგრამ სიტყვა "ხელისუფლება" არ მიყვარს ამათ შემთხვევაში, აღარ არიან ხელისუფლება, ესენი არიან რეჟიმი. სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად, ასე იქცევიან. ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მაშინ მე არ ვიცი რისი ნიშანია," — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ბრიფინგზე საზოგადოებას და პარტნიორებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე მან კომენტარი გააკეთა უსაფრთხოებასა და ქვეყნის იმიჯზე, რომ ეს ყველაფერი ავნებს ქვეყნის გარეთ იმიჯს და ტურიზმს როცა აეროპორტში უსაფრთხოება არ არის დაცული.
ასევე იხილეთ: მიუნხენიდან ჩამოსულ სალომე ზურაბიშვილსაც აეროპორტში კვერცხები ესროლეს
ბრიფინგზე ზურაბიშილმა გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არც ყოფილი პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოებაა დაცული და შესაბამისი რეაგირება პოლიციისგან არ ხდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო არსებობს, როცა წესრიგი და უსაფრთხოება დაცულია ყველასთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პოლიტიკური ხედვის გამო არ მოგწონს.
"ჩემი დღევანდელი მოწოდებაა საზოგადოებისთვის, რომელიც ღელავს და გასაგებია, რომ ღელავს, რადგან რაღაც არის რაც არავინ არ უნდა იკადროს, მაგრამ ესენი ყველაფერს კადრულობენ.
მინდა მადლობა მოვახსენო საზოგადოებას გამოთქმული სოლიდარობისთვის, ასევე ჩვენს უცხოელ პატრიოტებს, საიდანაც წამოვიდა დიდი მხარდაჭერა. ეს ყველაფერი ავნებს ცხადია საქართველოს გარეთ იმიჯს, არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ რანაირად შეიძლება ტურიზმზე რამე ვთქვათ, როცა აეროპორტში უსაფრთხოება არ არის დაცული. არც გუშინ წინ, როცა ეს ეხებოდა გიორგი გახარიას, ოცნების ყოფილ პრემიერ, არც მაშინ არ იყო პოლიცია არსად და არც ამ დილით. ამ დილით უკვე ვიცოდით, ხომ იყო გავრცელებული, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო, ვიღაც ქალები ავრცელებდნენ, მე თუ ვიცოდი, ყველამ იცოდა და თუ პოლიცია არსებობს და უსაფრთხოება ამ ქვეყანაში, ეს იმასაც ნიშნავს, რომ რაღაც ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული.
იქ მხოლოდ მე კი არ ვიყავი, იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც გაკვირვებული უყურებდნენ, რა სიმხეცე არსებობს ამ ქვეყანაში. სახელმწიფო არსებობს, როცა წესრიგი და უსაფრთხოება დაცულია ყველასთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავისი პოლიტიკური ხედვის გამო თუნდაც არ მოგწონს.
სახელმწიფოს გვიკარგავენ დღითი დღე, მაგრამ ჩვენ ვდგავართ და ხალხი დგას, მე მათთან ერთად ვარ, თუნდაც როცა არ ვარ ქვეყანაში. არავინ იფიქროს, რომ ამის გამო მე არ წავალ და არ წამოვალ, სადაც საჭირო იქნება იქ წავალ და იქიდან ჩამოვალ იმიტომ, რომ ჩემი მოვალეობაა, ვიყო ხალხის ხმა და გამამხნევებელი, რათა გაგრძელდეს პროტესტი. ეს იქნება ბოლომდე, ბოლომდე მათთვის და ბოლომდე ჩემთვის," — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ინფორმაციისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის და პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას, თბილისის აეროპორტში უცნობი პირები დახვდნენ, რომლებმაც მათ კვერცხები ესროლეს.
ასევე იხილეთ: "საქართველოსთვის": გიორგი გახარიასა და ხოკრიშვილს აეროპორტში ივანიშვილმა ზონდერჯგუფი დაახვედრა
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები