CNN: USAID-ის დირექტორის მოვალეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეასრულებს
ფოტო: CNN
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორშაბათს განაცხადა, რომ ის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს. ამის შესახებ CNN იუწყება. მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად დახურა სააგენტო და საერთაშორისო დახმარების დიდი ნაწილი შეაჩერა. CNN-ზე დაყრდნობით რადიო თავისუფლება წერს.
როგორც Politiuco წერს, რუბიომ ელ სალვადორში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი "USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად" წარადგინა. მან ასევე განაცხადა, რომ სააგენტო მოქმედებდა უპასუხისმგებლოდ და რომ მისი საქმიანობა არ შედიოდა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უწყების მთლიანად გაუქმებაზე საუბარი არ არის. სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ სააგენტოს ყოველდღიური კონტროლი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამდებობის პირს გადაეცა.
USAID-ის შტაბ-ბინა ვაშინგტონში ორშაბათს დაიხურა. მისმა თანამშრომლებმა ელექტრონული ფოსტით მიიღეს მითითება, რომ სახლში დარჩენილიყვნენ.
CNN-ის ცნობით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ USAID-ს "რამდენიმე რადიკალი გიჟი მართავს, რომელთაც თავიდან მოიშორებენ".
"მას [USAID-ს] მართავს რამდენიმე რადიკალი გიჟი და ჩვენ ვაპირებთ მათ თავიდან მოვიშოროთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", — თქვა ტრამპმა.
რუბიომ განცხადება ელონ მასკის კომენტარის შემდეგ გააკეთა. მასკმა თქვა, რომ ტრამპმა უკვე მიიღო ფუნდამენტური გადაწყვეტილება USAID-ის ლიკვიდაციის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ მილიარდერი და SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
25 იანვარს გამოცხადდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თითქმის 90 დღით შეაჩერა საგარეო დახმარების თითქმის ყველა ხარჯი. 85 დღეში რუბიო აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წარუდგენს ანგარიშს, სადაც ის მიუთითებს, რომელი პროგრამები უნდა განახლდეს და რომელი არა.
წლების განმავლობაში, ტრამპი და რესპუბლიკელები აპროტესტებდნენ საგარეო დახმარებაზე თანხების "ფუჭად ხარჯვას" აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტების ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ტრამპმა მეორე ვადით არჩევიდან პირველივე დღეს, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს, შეაჩეროს უცხოური დახმარების პროგრამები ყველგან, ეგვიპტისა და ისრაელის გარდა.
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები