ზუგდიდში აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს
ფოტო: რადიო თავისუფლება
ზუგდიდში პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
როგორც აქციების მონაწილემ, პარტია "დროას" წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, შალვა ესართია სამართალდამცავებმა პოლიციის სამმართველოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩასაბარებლად დაიბარეს და ადგილზე მისული პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.
სიჭინავას ინფორმაციით, დაკავებულთან არ შეუშვეს ადვოკატი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ აქტივისტი შესაძლოა ნაცემი იყოს.
შალვა ესართია ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
"მას უნდა ჩაბარებოდა ოქმი აქციაზე ნიღბის ტარებისთვის, რაც ეხება 174-ე მუხლს და შემდეგ დააკავეს 173-ე მუხლით. სამმართველოში რა მოხდა, არ ვიცი…. მასთან არ ყოფილა ადვოკატი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ადამიანი ქურდულად გააპარეს…. ადვოკატი არ შეუშვეს …. არაფერს გამოვრიცხავთ, შესაძლოა არის ნაცემი", — თქვა მარიამ სიჭინავამ.
სამოქალაქო აქტივისტის დაკავებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სახალხო დამცველის აპარატში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მათი წარმომადგენელი დაკავებულთან არ შეუშვეს. როგორც რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანი თამაზაშვილმა უთხრა, შალვა ესართია უკვე გადაყვანილი იყო იზოლატორში, როცა სამმართველოში მათი წარმომადგენელი მივიდა.
შალვა ესართია ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეა.
გუშინ, 29 იანვარს, მან პერფორმანსი მოაწყო და პარტია ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული "ჯოჯოხეთის ცეცხლში" დაწვა.
"ყველას, ვინც კი სამშობლოს უღალატებს, ასე, ჯოჯოხეთის ქვაბში მოვხარშავთ", — ასე ახსნა პერფორმანსი სამოქალაქო აქტივისტმა შალვა ესართიამ.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები