დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტობას მსოფლიოს ლიდერები ულოცავენ
ფოტო: AP
დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას NATO-ს და ევროკომისიის ხელმძღვანელები, რომის პაპი და მსოფლიოს ქვეყნების პირველი პირები, მათ შორის —რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სირიელი ამბოხებულების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა, ულოცავენ. ამას გარდა, აშშ-ს 47-ე პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევა მიულოცეს: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა, გერმანის კანცლერი ოლაფ შოლცმა, იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ და სხვებმა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ დონალდ ტრამპთან "აქტიურ და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას" ელის.
"პრეზიდენტი ტრამპის მიერ გაცხადებული „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ პოლიტიკა ამერიკის ლიდერობის გაძლიერებისა და გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც მთავარი პრიორიტეტია," — წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს იგი ელის "გლობალური გამოწვევების დასაძლევად ევროკავშირი აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობას"
"ერთად ჩვენს საზოგადოებებს შეუძლიათ უფრო დიდ კეთილდღეობას მიაღწიონ და ჩვენი საერთო უსაფრთხოება გააძლიერონ. ეს ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მუდმივი ძალაა," — აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ამასთან, ტრამპს მიულოცა ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმაც და აღნიშნა, რომ ინდოეთსა და აშშ-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობას მოუთმენლად ელის.
"მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს და მსოფლიოსთვის უკეთეს მომავალს შექმნის. წარმატებებს გისურვებთ!," — აცხადებს ინდოეთის პრემიერმინისტრი.
დონალდ ტრამპს ინაუგურაციის დღეს გაპრეზიდენტება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელში მიულოცა.
"ვულოცავთ დონალდ ტრამპს მისი მეორე ვადის ინაუგურაციას. ტრანსატლანტიკურმა კავშირმა კეთილდღეობა და სიძლიერე მოუტანა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერად და უსაფრთხოდ ვუმკლავდებით გლობალურ გამოწვევებს. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას", — წერს კაია კალასი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპი მეორე ინაუგურაციას ულოცავს და ამბობს, რომ "საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის".
"თქვენ გამოხვედით ირანის სახიფათო ბირთვული შეთანხმებიდან, თქვენ აღიარეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, თქვენ გადაიტანეთ ამერიკის საელჩო იერუსალიმში და აღიარეთ ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის სიმაღლეებზე," — განაცხადა ნეთანიაჰუმ.
დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ულოცავს.
"გთხოვთ, მიიღოთ გულწრფელი მილოცვა პოლონელი ხალხისგან. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს წლების მეგობრობა და ერთი და იმავე ღირებულებების მიმართ რწმენა: თავისუფლება და დემოკრატია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა გააგრძელებს ამ კავშირის განმტკიცებას პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ დონეზე. მოუთმენლად ველოდები ჩვენს შემდგომ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს პოლონეთ-ამერიკის ალიანსის გაძლიერებას. თქვენ და თქვენს ოჯახს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს მომავალ წლებში. ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს პოლონეთი!" — წერს ანჯეი დუდა.
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპს გაპრეზიდენტებას ულოცავს.
"თქვენ ისრაელის ნამდვილი მეგობარი ხართ. გმადლობთ თქვენი ურყევი ერთგულებისთვის ისრაელის უსაფრთხოებისა და ჩვენი რეგიონისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ყველა ჩვენი მძევლის სახლში დაბრუნებისადმი ერთგულებისთვის. გისურვებთ თქვენ და თქვენს ადმინისტრაციას დიდ წარმატებებს ამერიკელი ხალხის სამსახურში. წარმატებები", — წერს ჰერცოგი.
აშშ პრეზიდენტს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც ულოცავს.
"დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადმინისტრაციას იკავებს. გილოცავთ! აშშ ჩვენი უახლოესი მოკავშირეა და ჩვენი პოლიტიკის მიზანი ყოველთვის კარგი ტრანსატლანტიკური ურთიერთობაა. ევროკავშირი, 27 წევრით და 400 მილიონზე მეტი მოსახლეობით, ძლიერი კავშირია," — წერს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი X-ზე
ტრამპს გაპრეზიდენტებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი.
"ვუსურვებთ პრეზიდენტ ტრამპს წარმატებებს მის საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხალხს შორის მეგობრობა და ღირებულებები, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს, გააგრძელებს იტალიასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას, ერთობლივად გავუმკლავდებით გლობალურ გამოწვევებსა და ავაშენებთ ჩვენი ხალხებისთვის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მომავალს. იტალია ყოველთვის შეეცდება გააძლიეროს დიალოგი შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის, როგორც სტაბილურობისა და ზრდის სასიცოცხლო საყრდენი ჩვენი თემებისთვის," — წერს იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი X-ზე
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ამერიკის პრეზიდენტს თანამდებობაზე დაბრუნებას ულოცავს და "მშვიდობის ძალის მეშვეობით ერთად მიღწევას" უსურვებს.
"პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით. ვულოცავ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47- ე პრეზიდენტობას და ჯეი დი ვენსს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დაკავებას.შეგვიძლია მშვიდობას ძალის მეშვეობით ერთად მივაღწიოთ — ნატო-ს მეშვეობით," — აცხადებს რუტე.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას დონალდ ტრამპს ოფიციალურად გაპრეზიდენტება მიულოცა. პუტინმა ილაპარაკა მოსკოვის მზაობაზე დიალოგისთვის აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, უკრაინის ომის საკითხის გარშემო.
"ვხედავთ აშშ-ის პრეზიდენტად კვლავ არჩეული [ტრამპის] და მისი გუნდის წევრების განცხადებებს მათ სურვილზე აღდგეს პირდაპირი კონტაქტი რუსეთთან — რომელიც გაწყდა ჩვენი ბრალეულობის გარეშე, მიმავალი ადმინისტრაციის მიერ," — განაცხადა პუტინმა.
დონალდ ტრამპს თანამდებობის დაკავება სირიის ახალი ხელისუფლების სახელით, ჰაიათ თაჰრირ ალ შამის ჯგუფის ლიდერმა აჰმედ ალ-შარამ (ყოფილი აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი) მიულოცა. ის წერს, რომტრამპი არის ლიდერი, რომელიც მშვიდობას დაამყარებს ახლო აღმოსავლეთში და აღადგენს სტაბილურობას რეგიონში.
"ჩვენ მოუთმენლად ველით ორ ქვეყანას შორის დიალოგისა და ურთიერთგაგების საფუძველზე ურთიერთობების გაუმჯობესებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებული შტატები და სირია გამოიყენებენ შესაძლებლობას დაამყარონ პარტნიორობა, რომელიც ასახავს ორივე ქვეყნის მისწრაფებებს", - სირიელი ამბოხებულების ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა დონალდ ტრამპს აშშ-ს პრეზიდენტობას ულოცავს," — წერია განცხადებაში.
რომის პაპმა ახალარჩეულ პრეზიდენტს ინაუგურაცია მიულოცა. მან პრეზიდენტს ყოვლისშემძლე ღვთის კურთხევა, სიბრძნე, ძალა და თანადგომა უსურვა.
"ვიმედოვნებ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ამერიკელი ხალხი, რომელიც შთაგონებულია თავისი ერის იდეალით, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანა, აყვავდება და ყოველთვის შეეცდება შექმნას უფრო სამართლიანი საზოგადოება, დისკრიმინაციისა და გარიყულთა სიძულვილის გარეშე," — განაცხადა რომის პაპმა.
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში
-
სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა" სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა"
გადახედვა
-
აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა
გადახედვა
-
ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
სტუდიო ლიბერთი, Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორია სტუდიო ლიბერთი, Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობა დამძიმდა და კლინიკაში გადაიყვანეს გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობა დამძიმდა და კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
კომენტარები