მერიიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დათხოვილი გიგა სოფრომაძე კახა კალაძეს პასუხობს
ფოტო: გიგა სოფრომაძე / FB
"მერმა გააკეთა განცხადება, რომ თითქოს სამუშაოები ამოვწურეთ და ყველ პროგრამა დანერგილია და მეტი სამუშაო აღარ არის. ეს ტრაგიკული განცხადებაა თითოეული მოსახლისთვის", — შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, გიგა სოფრომაძე, რომელიც სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით, 25 დეკემბერს გაათავისუფლეს, ქალაქის მერს, კახა კალაძეს პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ კალაძემ 27 დეკემბერს თქვა, რომ მერიიდან პოლიტიკური ნიშნით არავინ გაუთავისუფლებიათ.
"მერმა გააკეთა განცხადება, რომ თითქოს სამუშაოები ამოვწურეთ და ყველ პროგრამა დანერგილია და მეტი სამუშაო აღარ არის. ეს ტრაგიკული განცხადებაა თითოეული მოსახლისთვის. რა სამუშაოები ამოვწურეთ? ყველაფერი გამართულია ქვეყანაში შშმ პირებთან მიმართულებით? აღარ გვაქვს ქვეყანაში პრობლემები, რომლებიც მოსაგვარებელია, ან აღარ გვჭირდება სტანდარტების დანერგვა?
…ვინც დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს აწვდის ინფორმაციას, რომ დედაქალაქში ყველაფერი კარგადაა, მტრების არიან, ტყუილს ეუბნებიან, ტყუილზე ათქმევინებენ, რომ თითქოს სიმართლეა, ვერ დაიმალება და სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას და ამ შემთხვევაში იქნება ასე", — ამბობს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, გიგა სოფრომაძე.
NEWS.ON.ge-სთან გიგა სოფრომაძე იმ კანონების მანკიერებებზეც საუბრობს, რომლებიც ოცნების ხელისუფლებამ მიიღო.
"თავშივე ვამბობდი, რომ რუსული კანონი იქნებოდა დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის და არავის მოუტანდა სიკეთეს, ჩვენ, საჯარო სამსახურში დასაქმებულები ვხედავდით ამ კანონის საშინელებებს. იმიტომ, რომ პრაქტიკული ცოდნა გვაქვს კანონების აღსრულების და ვიცით ის ეტაპები რაც უნდა გატარდეს რომ კანონი მოქმედებაში შევიდეს და ამ კანონში იყო უღირსი ელემენტები, რომ მეგობარს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გეხმარება, ფინანსურ დახმარებას გაძლევს, ცოდნით, სერვისებით, სტანდარტებით გეხმარება და უცებ უნდა მოტრიალდე და დაუძახო მოღალატე და მტერი, რაც ქართველების ხასიათში არ ზის, არც რელიგიაში არ გვიდევს ჩვენ. 10 მცნებიდან არც ერთში არ წერია, რომ უნდა ვიცრუოთ, ცილი დავწამოთ და დავასმინოთ ვინმე", — ამბობს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, გიგა სოფრომაძე, რომელიც სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით, 25 დეკემბერს გაათავისუფლეს.
ამავე თემაზე:
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია
გადახედვა
კომენტარები