მამუკა ხაზარაძე: პოლიცია არის გაჩუმებული, ამ დანაშაულს უყურებს და ხმას არ იღებს
მამუკა ხაზარაძე ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოძალადეები ბიძინა ივანიშვილის მიერ არიან წაქეზებულები.
"გუშინ ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ წაქეზებული და კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მიერ წაქეზებული, სახელმწიფოს ხელშეწყობით ჩატარებული, კრიმინალების სპეცოპერაცია. ჩვენ მივედით იმ ზღვარზე, სადაც ე.წ. მიტაცებული არჩევნების შემდეგ, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მთლიანად ნიღაბი ჩამოიხსნა. ბიძინა ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა და ქართველ ხალხს მისი რეალური სახე აჩვენა. საზოგადოებამ, რომელსაც გამოვლილი გვაქვს 90-იანი წლები, გუშინ, იხილა ზუსტად იგივე სურათი, როცა კრიმინალური ბანდები და 'ზონდერები' შურისძიების წყურვილით ადამიანებს ასახიჩრებდნენ, სცემდნენ უმოწყალოდ და განსაკუთრებით, ჟურნალისტებს. ეს არის ის მომენტი, როცა პოლიცია არის გაჩუმებული, ამ დანაშაულს უყურებს და ხმას არ იღებს", — ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.
მან პოლიციელების უმოქმედობაზეც გააკეთა განცხადება და მათ მოუწოდა, რომ ამ პროცესებს გაემიჯნონ.
"პოლიციაში არსებობენ ღირსეული ადამიანები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან, მათ დადებული აქვთ ფიცი და აქვთ ღირსება თავიანთი მუნდირის წინაშე. დარწმუნებული ვარ, უამრავი ასეთი ადამიანი გულში აპროტესტებს იმას, რაც მოხდა. რაც შეეხება პოლიციის მეორე ნაწილს, რომელიც პირდაპირ ჩართულია გომელაურის ხელმძღვანელობით ამ კრიმინალის აღზევებაში და პოლიტიკური ოპონენტების, გულანთებული ახალგაზრდა ადამიანების დაშანტაჟებაში, გალახვაში, დასახიჩრებაში — აი, ეს მეორე ნაწილი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული, ყველა მკაცრი კანონით აგებს პასუხს, მაგრამ ის ნაწილი, რომელიც გულში და სამეგობროში წუხს, მათ მოვუწოდებ, რომ ეს სიჩუმე, თუ დიდხანს გაგრძელდა, ისეთივე დამნაშავეები იქნებით და ისეთივე ხელშემწყობი ამ კრიმინალური აღზევების, როგორც ის მეორე ნაწილი, რომელიც ამას ასრულებს. ამიტომ ძალიან მკაფიოდ მოგიწოდებთ, პატივს ვცემ თქვენ მიერ ნაომარს, ნაშრომს, მოქალაქეების დაცვისკენ მიმართულ ყველა გამოძიებას და ა.შ. რასაც პატიოსნად ასრულებდით (ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ პოლიციელების იმ ნაწილზე, ვისაც ეს სიტყვები ეკუთვნის) — ხმა ამოიღეთ, გაემიჯნეთ და საზოგადოებას აჩვენეთ, რომ ის ხელფასები, რომელსაც ჩვენი ბიუჯეტიდან იღებთ, არის ღირსი, რომ თქვენს ოჯახებში შევიდეს. სხვა შემთხვევაში, თქვენ იქნებით ამ კრიმინალური დანაშაულის თანამონაწილეები", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პოლიტიკოსს არ გამორჩენია ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც, მისი თქმით, სურს, რომ საქართველო რუსეთის გუბერნიად აქციოს.
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაა, რომ საქართველო აქციოს რუსეთის გუბერნიად და ამ ქვეყანაში თავისუფალმა ხალხმა იცხოვროს მისი კანონებით და ტერორის ქვეშ. გუშინ, რუბიკონი იქნა გადალახული, გუშინ ჩვენ ქუჩაში ფაქტობრივად ვნახეთ ტერორისტული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდებთ — თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ გამოხვალ და არ დაგმობ ამ ფაქტს, იმ კრიმინალებს არ დაიჭერ, ქვეყანასა და საზოგადოებას არ აჩვენებ, რომ ემიჯნები და საქართველოში არსებობს კანონი, პოლიცია, სამართალი და სამართალდამცავი ორგანოები, თუ ამას არ გააკეთებ, 24 საათის განმავლობაში, იმიტომ, რომ (მთელმა საზოგადოებამ იცის ვინ არიან ეს 'ზონდერები'), მთელი პასუხისმგებლობა გეკისრება შენ პირადად. შენ, როგორც რუს ადამიანს, რომელიც ჩამოსულია საქართველოში იმისთვის, რომ საქართველო რუსეთში შეათრიოს", — თქვა ხაზარაძემ.
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
კომენტარები