ნინო ლომჯარიას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება
ფოტო: საქართველო
ყოფილი სახალხო დამცველი და სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა" წარმომადგენელი, ნინო ლომჯარია, ამ მომენტში, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე დაწყებული საქმის გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება.
გამოკითხვის დაწყებამდე ლომჯარიამ განაცხადა, რომ სასამართლოში მისულია კონკრეტული მტკიცებულებებით.
"პროკურატურამ ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდშიც, ჩვენი მხრიდან არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა დანაშაულის შემცველი ფაქტების შესახებ, პროკურატურას ამ ფაქტებზე გამოძიება არ დაუწყია. გამოძიება ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე დაიწყეს. მე დღეს გამოკითხვაზე ვარ დაბარებული, რა თქმა უნდა, ველოდი ამას და სურვილი მქონდა ამ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღების, რადგან აქ ბევრი მტკიცებულებით ვართ მოსული და ვაპირებთ, სათითაოდ ვისაუბრო ყველა იმ ინფორმაციაზე, რაც ჩვენს განცხადებებს, შეფასებებს ადასტურებს. საქმე ეხება არამხოლოდ იმ მუხლის გარშემო არსებულ მტკიცებულებებს, რომლის გარშემოც დაწყებულია გამოძიება, არამედ, კიდევ სხვა, არაერთი სისხლის სამართლის ნორმის დარღვევის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენას, ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-დამუშავებას, ამომრჩევლის არჩევანის ფარულობის დარღვევას, ამომრჩევლის მოსყიდვას და ა.შ. ასევე გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცესკო-ს წევრების და საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების თუ ბოროტად გამოყენების ინფორმაციას. ბევრი მტკიცებულება გვაქვს იმისთვის, რომ პროკურატურას დავეხმაროთ ეს საქმე გამოიძიონ, პროკურატურის ადგილას რომ ვიყო, ძალიან მადლიერი ვიქნებოდი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რადგან მათ ამ საქმის გამოძიებას ძალიან გავუადვილებთ, იმდენად ბევრი მტკიცებულება გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ, სადაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობენ, მაგალითად, გუშინ ცესკო-მ პარლამენტის ფუნქცია შეითავსა, კანონის საწინააღმდეგოდ თავად დაადგინა პრეზიდენტის არჩევის ვადები, რაც კანონსაწინააღმდეგოა, ეს კონსტიტუციური და კანონისმიერი ჩარჩოებიდან გასვლაა, ამიტომ ასეთ დროს, როცა სრული თვითნებობაა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული, პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს", — განაცხადა ლომჯარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაიწყეს მომზადება, რათა ევროკავშირის "ტექნიკურ მისიას" კონკრეტული მტკიცებულებები გადასცენ.
"ვემზადებით ევროკავშირის "ტექნიკურ მისიასთან" შესახვედრად. იმედი გვაქვს, ისინი ობიექტურ შეფასებას დადებენ, რადგან მათაც მივაწვდით ყველა ამ ინფორმაციას და მტკიცებულებებს", — განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ ლომჯარიამ თავდაპირველად პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე მისვლა მოითხოვა.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები