ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა: ვუერთდებით ძირითად აქციებს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
ილიაუნელები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობა აუცილებელია, ამიტომ საპროტესტო აქციებს უერთდებიან.
"ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ილიაუნის სტუდენტები ვთვლით, რომ ამ პროცესებში ჩვენი ჩართულობა აუცილებელია. 15 ნოემბერს, სიმბოლურად, ღამე გავათენეთ A კორპუსში, რითაც ბსუ-სა და თსუ-ს სტუდენტებს დავანახეთ, რომ მათ გვერდით ვართ. 17 ნოემბერს ოპერასთან წავიკითხეთ საქართველოს სტუდენტთა საერთო მანიფესტი, რომლის მიხედვითაც 13 უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება აპროტესტებს 2024 წლის ოქტომბერში არჩევნების სისტემატიურ გაყალბებას, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სახელმწიფო კონსტიტუციას, ინტერესებსა და რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე. არჩევნები არ ჩატარებულა თავისუფალ და სამართლიან გარემოში!
ხელისუფლება უხეშად ერევა განათლების საკითხებში - საბჭო დასაბუთების გარეშე ცვლის ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლეს შეფასებებს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიშნავს მონიტორინგს 1 წლის თავზე. ამას, რა თქმა უნდა, სტუდენტები არ ვეთანხმებით და ვაპირებთ ჩვენი უნივერსიტეტის ინტერესები დავიცვათ ბოლომდე.
ხარისხიანი და სრულფასოვანი განათლება ჩვენი უფლებაა, „რუსული” და „ცენზურის” კანონების მიღება გვართმევს ამ შესაძლებლობას. ყველა სამთავრობო ინსტიტუტის უზურპირების შედეგად, ხელისუფლებამ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს დაუქვემდებარა საქართველოს პარლამენტი, პროკურატურა, ცესკო და შსს. ამით საქართველოში რუსეთში არსებული ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბების მცდელობა გამოიხატება. რასაკვირველია, ეს ყოველივე აჩერებს ევროინტეგრაციას და გვართმევს საშუალებას მომავალში მივიღოთ დასავლური განათლება იმ პირობებით, რომლითაც ევროკავშირელი სტუდენტები სარგებლობენ.
ვიმეორებთ, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა შევიდეს პარლამენტში. ვთხოვთ მათ, დარჩნენ იმ პოზიციაზე, რომელიც მანამდე გააჟღერეს. რომელიმე დეპუტატის მცდელობა, შევიდეს პარლამენტში, იქნება იმ არჩევნების ლეგიტიმაცია, რომელსაც არ აღიარებენ დასავლური ქვეყნები. ხელისუფლებასთან შეთანხმებებზე წასვლა არის იმ ერთიანი წრის გარღვევა, რომელიც ახლა საერთო მიზნით არის შეკრული.
ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას, მობილური ჯგუფების ჩამოყალიბებას. ვუერთდებით ძირითად აქციებს, სადაც ილიაუნის სტუდენტთა ჯგუფი ყოველთვის დაგხვდებათ ერთად, თბილად.
დღეს უკვე ყველა კორპუსში გაკრულია ჩვენი QR-კოდი, რომლითაც შეძლებთ დაემატოთ ტელეგრამ არხს, სადაც მუდმივად იდება ინფორმაცია იმის შესახებ, რას ვაპირებთ ილიაუნელები უახლეს მომავალში.
უნდა ვიყოთ ბევრნი! გთხოვთ, გავავრცელოთ ინფორმაცია ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის შესახებ. იმედი გვაქვს შემოგვიერთდებით, რათა ერთად დავიცვათ ილიას ღირებულებები და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ვიცით, მხოლოდ მოძრაობითა და მოძრაობით შევძლებთ ამას!, — ნათქვამია განცხადებაში.
-
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ქალაქ სეუტაში რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა | ვიდეო
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
კომენტარები