ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული 5 ოპოზიციონერი გაათავისუფლეს
ფოტო: ტელეგრამ-არხი "რესპუბლიკა"
11 ნოემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული 5 ოპოზიციონერის მძაფრი პროტესტის ფონზე გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეებმა გახსნეს გზები და მოხსნეს ბარიკადები დაკეტილ ხიდებზე.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ოპოზიციური "სახალხო მოძრაობის" ლიდერმა, ადგურ არძინბამ საპროტესტო აქციის დასასრული შეაჯამა და დაინტერესებულ მოქალაქეებს მადლიერებით მიმართა:
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გამოეხმაურა აფხაზეთის აქტიური მოქალაქეების დაკავების აღმაშფოთებელ ინციდენტს, რომლებმაც ღიად გამოხატეს თავიანთი აზრი", — განაცხადა ადგურ არძინბამ.
11 ნოემბერს, გვიან ღამით ოკუპირებულ აფხაზეთში 5 ოპოზიციონერი დეპუტატი — ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს.
დაკავების შემდეგ, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ხალხი შეიკრიბა, რომლებიც დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გუმისთის და კოდორის ხიდები.
როგორც დაკავებული ოპოზიციონერების მხარდამჭერები აცხადებენ, დაკავებების მიზეზი ის გახდა, რომ ოპოზიციონერები რუსულ-აფხაზური "საინვესტიციო ხელშეკრულების" რატიფიცირებას ეწინააღმდეგებიან, რომლის რატიფიცირებასაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 15 ნოემბერს გეგმავს. მანამდე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ამავე დღეს ოპოზიცია აქციის მოწყობას გეგმავს "საინვესტიციო ხელშეკრულების" რატიფიცირების გასაპროტესტებლად.
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები