ევროკავშირის ელჩთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა
ფოტო: emamo
"ევროპული საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული არჩევნების ტოტალურად გაყალბებასთან დაკავშირებით და ელოდებიან ოპოზიციისგან ამის დოკუმენტურ დადასტურებას", — ამის შესახებ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ კოალიცია ცვლილებისთვის ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროკავშირის ელჩთან ორი საათის მანძილზე მართავდნენ შეხვედრას. მათი განცხადებით, დახურული შეხვედრის მთავარი თემა გაყალბებული არჩევნები და ოპოზიციის ხედვის განხილვა იყო — როგორ აპირებენ მოქმედებას უახლოეს მომავალში.
ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, ის ფაქტი, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ამ დრომდე ევროკავშირის არც ერთ წევრ ქვეყანას არ უღიარებია, ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე აყენებს.
"ეს იყო სასარგებლო და ინფორმატიული საუბარი ევროკავშირის ელჩთან იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა მტკიცებულებები არსებობს საარჩევნო პროცესი მიტაცებასთან დაკავშირებით და რა შეიძლება ევროკავშირმა ქართველი ხალხისთვის გააკეთოს. ვფიქრობ, საკმარისი მტკიცებულებები არსებობს არა მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბება მოხდა, არამედ იმაზე, რომ მთლიანად მიტაცებული იყო არჩევნების პროცესი, ტოტალურად დარღვეული იყო ადამიანების კონსტიტუციური უფლება ხმის ფარულობასთან დაკავშირებით", — განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ ევროკავშირის ელჩს ქართველი ხალხის გზავნილი გადასცეს, რომ საქართველო არის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდამჭერი.
"განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო საერთაშორისო გამოძიების საკითხი. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოს პროკურატურის პირობებში შეუძლებელია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება, სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი, გარდა საპრეზიდენტო ინსტიტუტისა, არის მიტაცებული და ივანიშვილის ტოტალური კონტროლის ქვეშ. ამიტომ გამოძიება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ საერთაშორისო აქტორების მეშვეობით და ყველაზე მიზანშეწონილია ევროკავშირის ჩართულობა, რადგან საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მფლობელი ქვეყანა", — აღნიშნა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.
შეხვედრას არ ესწრებოდნენ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები