აზერბაიჯანში სამოქალაქო აქტივისტი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს
აზერბაიჯანში პროდემოკრატიული ჯგუფის, NIDA-ს წევრი, ბაქოში ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს და 30 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.
30 ოქტომბერს, მეტე თურქსოი ბაქოში, განჯლიკის მეტროსადგურზე დააკავეს. მას პოლიცია ჩანთის გაჩხრეკას სთხოვდა, სწორედ ამან გამოიწვია კამათი.
თურქსოის ბრალი წვრილმან ხულიგნობაში და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში წაუყენეს და 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
NIDA-ს წევრმა არაზ ალიევმა OC Media-სთან საუბარში განაცხადა, რომ თურქსოი ქალაქ შაკიში ცხოვრობდა და ბაქოში თავის ნათესავებთან სტუმრად იყო ჩამოსული.
"ის ბაქოში ნათესავის სახლში დარჩა. ეს ბანალური ამბავია და ის ტყუილად დააკავეს", — განაცხადა ალიევმა.
ალიევის განცხადებით, თურქსოი მეგობართან ერთად მეტრო განჯლიკისკენ მიდიოდა, რა დროსაც დააკავეს. მისი თქმით, მისი მეგობარი პოლიციის დარწმუნებას ცდილობდა, რომ ჩანთა არ გაეჩხრიკათ და მხოლოდ რენტგენის აპარატით შეემოწმებინათ.
ამის შემდეგ თურქსოიმ პოლიციელებს ბოდიში მოუხადა, თუმცა პოლიციამ ის დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულა და დააკავა.
"თურქსოი მეტროში მდებარე მეტე ნიზამის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, მაგრამ როდესაც მისი ვინაობა და საქმიანობა გაირკვა, მისდამი პოლიციის ქცევა შეიცვალა", — თქვა ალიევმა. " პოლიცია მას არ აძლევდა ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების უფლებას. მეორე დღეს კი, პატიმრობა შეუფარდეს".
ალიევი მიიჩნევს, რომ თურქსოი მისი პოლიტიკური აქტივობისა და ხელისუფლების კრიტიკის გამო დააკავეს.
"ის სოციალურ მედიაში აკრიტიკებდა ხელისუფლებას და ამიტომაც მოვუწოდებთ მას, [რომ არ გააკრიტიკოს მთავრობა], წინააღმდეგ შემთხვევაში ის შესაძლოა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს. ჩვენ ასევე ველით, რომ მას მოგზაურობას აუკრძალავენ ან შეაჩერებენ ქვეყნის დატოვებას თუ შეეცდება".
NIDA-მ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მათ სჯერათ, რომ თურქსოის დაკავება თავიდან პოლიტიკური მიზნით არ მომხდარა, მაგრამ შემდეგ პოლიტიკური სარჩული დაედო.
"ჩვეულებრივი ინციდენტის გამო, ის პოლიციაში 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯეს. მისი დაკავების რეალური მიზეზი საჯარო და პოლიტიკური აქტივობა და სოციალურ ქსელებში კრიტიკული პოსტები", — ნათქვამია NIDA-ს განცხადებაში.
ალიევმა OC-Media-სთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ის შიშობს და ელოდება, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების აქტორების და ორგანიზაციების რეპრესიები კიდევ უფრო გაიზრდება გაეროს COP29 კლიმატის კონფერენციის შემდეგ, რომელიც ბაქოში 11-22 ნოემბერს გაიმართება.
თურქსოი მანამდე ადმინისტრაციული ბრალდებით 2019 წელს, მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ბაქოში ბლოგერის მეჰმან ჰუსეინოვის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები