ბრაიან უიტმორი

ბრაიან უიტმორი

17 Oct. 2024, 14:27

ვფიქრობ, ქართველები ბუნებრივად შეშფოთებულნი არიან ომით, ისევე, როგორც ყველა, ამ რეგიონში რუსეთის აგრესიის გამო. ომი ყველას აწუხებს. მაგრამ ვიცი, რომ ქართულ ოცნებას მოსწონს ამ სლოგანის გამოყენება და ოპონენტების დადანაშაულება, მათთვის "ომის პარტიის" დაძახება. ომის პარტია არსებობს და ის მოსკოვშია. მგონი ჩვენ ეს ყველამ ვიცით. ვფიქრობ, ქართული ოცნება ახლა ამ ნარატივით რასაც აკეთებს, არის ძალიან არაგულწრფელი და მზაკვრული, მაგრამ ეს ასევე ძალიან ჭკვიანური და ეფექტური მოტყუების ოპერაციაა, ეს ყურადღების გადატანის ოპერაციაა.

ეს ისაა, რასაც რუსები "მასკიროვკას" [შენიღბვას] უწოდებენ, რაშიც მოსკოვი და მისი მოკავშირეები ძალიან კარგები არიან. თუ გსურთ გაიგოთ რას აკეთებენ რუსები, მოუსმინეთ, რაში ადანაშაულებს რუსეთი სხვებს, რადგან ეს, როგორც წესი, სწორედ ასე მუშაობს. ამ "ომის პარტიის" სლოგანის გამოყენება არის ყურადღების გადატანა. ვშიშობ, ეს გარკვეულწილად ეფექტიანი იქნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ესაა ძალიან ღრმად არაგულწრფელი და ღრმად უპატიოსნო რამ. მაგრამ, სამწუხაროდ, შესაძლოა ძალიან, ძალიან ეფექტიანიც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  3. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  5. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს იყენებს" — რატომ მოხვდა თეთრი სახლის ანგარიშში საქართველო?

თეთრი სახლის ანგარიშის "დიდი ტრანზიტული თაღლითობას" (The Great Transshipment Scam) თანახმად, ჩინეთი აშშ-ის…