როგორ მოვიშინაურეთ კატები (თუ მათ მოგვიშინაურეს?)
ფოტო: RawPixel
მზეზე წამოგორებული, ფანჯრების რაფაზე მოკუნტული ან ჩვენს კალთაზე დაკოსებული ფისოების გარეშე ცხოვრების წარმოდგენა, ალბათ, ყველასთვის რთულია. ეს გრაციოზული არსებები ადამიანთა ცხოვრებას ისე იდეალურად ერგებიან, რთულია, წარმოვიდგინოთ, როგორები იყვნენ მოშინაურებამდე. ადამიანმა ცხოველთა უმეტესობა აშკარა მიზეზების გამო მოიშინაურა — ძაღლები სანადიროდ, ცხენები გადასაადგილებლად, ძროხები კი რძის ნაწარმისთვის — თუმცა კატებმა, როგორც ჩანს, თავად მოიშინაურეს თავები, ამის მიზეზმა კი შეიძლება, გაგაკვირვოთ.
საჭიროებით გამოწვეული პარტნიორობა
ფოტო: Giphy
ეს ისტორია დაახლოებით 10 000 წლის წინ დაიწყო, შუამდინარეთში, როდესაც ადამიანებმა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებად დასახლება დაიწყეს. ადრეული ფერმერები ზედმეტი რაოდენობის მარცვლეულს აწარმოებდნენ, რაც მღრღნელებს იზიდავდა. იქ კი, სადაც მღრღნელები ჩნდებიან, კატებსაც მალე უნდა ველოდოთ. დღევანდელი შინაური კატების წინაპრებმა, რომელთაც ლათინურად Felis silvestris lybica ეწოდებათ, ჩვენ კი ველურ კატებად მოვიხსენიებთ, გემრიელი შესაძლებლობა მალევე დაინახეს და ფერმერების დასახლებების ხშირი სტუმრები გახდნენ.
ადამიანები მალევე მიხვდნენ, რომ ამ მოქნილ ღამის მონადირეებს მავნებელთა განადგურებაში უდიდესი წვლილის შეტანა შეეძლოთ. დროთა განმავლობაში, კატებსა და ადამიანებს შორის ორმხრივი “შეთანხმება” შედგა: ადამიანები კატებს სტაბილურ გარემოს სთავაზობდნენ (სადაც უხვად იქნებოდნენ თაგვები და ვირთხები), სანაცვლოდ კი კატები კი მათ განეიტრალებას თავიანთ თავებზე იღებდნენ.
ეს ყველასთვის ნაცნობი ისტორია მედალიონის მხოლოდ ერთი მხარეა, რომლითაც ვიგებთ, რაში იყენებდნენ ადამიანები კატების შესაძლებლობებს, თუმცა, იმის გასაგებად, თუ როგორ მოინადირეს ჩვენი გულები ამ ფუმფულა არსებებმა, კიდევ ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
ემოციური კომპანიონობა
ფოტო: Giphy
კატები სუპერ-დუპერ-დამოუკიდებელი ცხოველები არიან, ამიტომ, ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანებთან მათი ურთიერთობა არასდროს იყო მორჩილებითა და მსახურებით განპირობებული. როგორ გადაიზარდა ეს დამოკიდებულება ასეთ ღრმა ემოციურ კავშირში, რომელიც ახლა კატებთან გვაკავშირებს?
სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, ადამიანები სულ უფრო იკიდებდნენ ფეხს იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსავალი მოჰყავდათ. ნელ-ნელა ქრებოდა “პრაქტიკულ” ცხოველთა საჭიროებაც — ადამიანს აღარ სჭირდებოდა გამუდმებული ნადირობა ან მომთაბარეობა და მწყემსვა. ის, რაც ახლა ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ემოციური სიახლოვე იყო.
ჩვენ სოციალური არსებები ვართ, ქალაქური ცხოვრების აურზაურში კატის მსგავსი მშვიდი თანამგზავრი კი კომფორტის უნიკალურ ფორმას გვთავაზობს. კატები, თავიანთი იდუმალი ბუნებით, ნაზი კრუტუნით და სითბოსა და სიყვარულის (მხოლოდ თავიანთი პირობებით!) გაცემის ნიჭით ადამიანებს იმაზე უფრო ღრმა პრობლემებს უგვარებდნენ, ვიდრე მავნებელთა განადგურებაა.
მათი მისტიკური ხასიათი ამ ემოციურ კავშირს კიდევ უფრო აღრმავებდა. კატების გულის მოგება რთულია, მათი მავნებლური ხასიათი და “ვაზების გადმოგდებისკენ” მიდრეკილი ქცევები კი მათ ჩვენს სახლებში ცხოვრებას კომიკურ ეფექტსაც სძენს. კატები თავიანთ კომპანიონ ადამიანებს დაკვირვებით ირჩევენ, ამიტომ ამ წუნია არსებების ნდობისა და სიყვარულის დამსახურება განსაკუთრებულ სიხარულს გვანიჭებს.
ამ ყველაფრის სანაცვლოდ, ადამიანებმა კატებს ის შესთავაზეს, რასაც თვითონ ვერ შექმნიდნენ — სამუდამო თავშესაფარი, საჭმელი და დიდი მტაცებლებისგან დაცვა.
იდეალური მეგობრობა
ფოტო: Pinterest
ბევრ სხვადასხვა ასპექტში კატებმაც ზუსტად ისე მოგვიშინაურეს, როგორც ჩვენ — ისინი. კატები იდეალურად მოერგნენ ჩვენს სახლებს, ცხოვრების სტილს, თუმცა მხოლოდ თავიანთი შეუვალი, მკაცრი პირობებით. კატების როლი უბრალო მღრღნელებზე მონადირეებისგან ჩვენს უძვირფასეს მეგობრებამდე გაიზარდა და ახლა მათ გარეშე ცხოვრება, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
შინაური ცხოველების მეგობრებს, ძაღლებისა და კატებისთვის საუკეთესო კვებისა და მოვლის შეთავაზებისთვის Petverse ეხმარება. Petverse ოთხფეხა მეგობრების ჰიპერპრემიუმ კლასის იტალიური საკვები ბრენდის, Farmina-სა და აქსესუარებისა და მოვლის საშუალებების ბელგიური ბრენდის, M-Pets-ის, დისტრიბუტორია საქართველოში. Farmina-ს ნუტრიციოლოგთან უფასო კონსულტაციით შეგიძლია შეურჩიო შენს ძაღლსა თუ კატას შესაბამისი საკვები. დაურეკე Farmina-ს ნუტრიციოლოგს ნომერზე: 032 211 20 12 ან ეწვიე Petverse-ის შოურუმს, მის: მერაბ კოსტავას #71.
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
კომენტარები