"ჯორჯიან მანგანეზთან" დაკავშირებული კომპანია მედიას შუქრუთელების პროტესტის გაშუქებისთვის აკრიტიკებს
ფოტო: Mariam Nikuradze / OC Media
მადნის მომპოვებელ კომპანია ჯორჯიან მანგანეზთან დაკავშირებულმა კომპანიამ განაცხადა, რომ სახლების ნგრევის გამო მოშიმშილე ადამიანები სრულად არასამთავრობოებისა და მედია ორგანიზაციების, მათ შორის OC Media-ს, მიერ კონტროლდებიან.
კომპანია ჭიათურა მენეჯმენტმა 26 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ შუქრუთელთა პროტესტის უკან არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან, რომლებიც რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან არიან კავშირში, ეს პარტიები კი დემონსტრანტებს ვიწრო პარტიული მიზნების განსახორციელებლად იყენებენ.
შუქრუთელები კომპანიის საქმიანობას წლებია აპროტესტებენ და ითხოვენ კომპენსაციას იმ ზიანისთვის, რომელსაც მანგანუმის მოპოვება მათ სახლებსა და, ზოგადად, სოფელს აყენებს. მარტში პროტესტი განახლდა, ხოლო სექტემბერში შუქრუთელებმა მის უკიდურეს ზღვარს, შიმშილობას, მიმართეს — პარლამენტის წინ აქცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
26 სექტემბერს კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი პოსტი OC Media-ს დირექტორ მარიამ ნიკურაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს ეხება, რომელზეც სოფელ შუქრუთის დაზიანებული სახლია გამოსახული.
ფოტო: Mariam Nikuradze /OC Media
კომპანიის განცხადებით, ფოტოზე გამოსახული სახლის მფლობელმა კომპენსაცია უკვე მიიღო და "მიუღებელია კომპენსირებული, დაზიანებული კერძო საკუთრებით სპეკულაცია და მისი ისე წარმოჩენა, თითქოს კომპანიამ არსებულ ზიანზე რეაგირება არ მოახდინა".
მომიტინგეებმა OC Media-სთან კატეგორიულად უარყვეს, რომ კომპანიამ კომპენსაციების შესახებ მიღწეული შეთანხმება შეასრულა.
ჯორჯიან მანგანეზმა განაცხადა, რომ ჭიათურა მენეჯმენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადებები მათ პოზიციას არ ასახავს.
კითხვაზე, არის თუ არა ჭიათურა მენეჯმენტი ჯორჯიან მანგანეზის კოტრაქტორი, კომპანიამ განაცხადა, რომ "ჭიათურა მენეჯმენტი ჭიათურაში მადნის მომპოვებელი სამუშაოების მენეჯმენტის კომპანიაა, რომელიც 2024 წლის თებერვლიდან ოპერირებს".
OC Media-მ ვერ შეძლო დაედასტურებინა ჭიათურა მენეჯმენტის საბოლოო მფლობელი. კომპანიას სხვა ქართული კომპანია, ნიუ გრუფი ფლობს, რომელიც კვიპროსში ბაზირებულ Mchale Limited-ს ეკუთვნის.
ჭიათურა მენეჯმენტის დირექტორი უკრაინის მოქალაქე მაქსიმ მაზურენკოა. საქართველოს ამბების ცნობით, მაზურენკო უკრაინელი ოლიგარქის, ჯორჯიან მანგანეზის აქციების უმრავლესობის მფლობელის, იგორ კოლომოისკის ნდობით აღჭურვილი პირია.
ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურის ირგვლივ მაღაროების ოპერირების ლიცენზიას ფლობს.
"ნათელია, რომ კომპანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს"
ხუთშაბათს გაკეთებულ პირველ განცხადებაში, ჭიათურა მენეჯმენტმა პროტესტის მიღმა მდგარ ორგანიზაციებს შორის ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი სოციალური სამართლიანობის ცენტრი, გარემოსდაცვითი ჯგუფი მწვანე ალტერნატივა და მემარცხენე აქტივისტური ჯგუფი ხმა დაასახელა.
"საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ყველა ეს ორგანიზაცია არის პოლიტიკური აფილიაციის მქონე და გამოირჩევა რადიკალური ქმედებებით და რადიკალური ქმედებების წახალისებით", — ვკითხულობთ განცხადებაში
სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა, სალომე შუბლაძემ, OC Media-სთან საუბარში კომპანიის რიტორიკა მთავრობისას შეადარა, რომელიც მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებს მუდმივად უტევს.
ზიანის პროგრესირება 2020-2024 წლებში
ფოტო: Mariam Nikuradze / OC Media
ჯორჯიან მანგანეზი წლების განმავლობაში სახელმწიფო მმართველობაში იყო.
სალომე შუბლაძის თქმით, კომპანია დემონსტრანტების "დელეგიტიმაციას" ოპოზიციასთან დაკავშირებით ცდილობდა, რადგან პარტიების ნდობა საზოგადოებაში ძალიან დაბალია.
მისი თქმით, შეუძლებელია ოპოზიციის მხრიდან რაიმე პარტიულ ინტერესზე საუბარი.
"ჩვენ ვაკრიტიკებთ [ოპოზიციურ] პარტიებს, რადგან ისინი სოციალური საკითხებით საკმარისად არ ინტერესდებიან. პირიქით, უნდა იყოს მეტი პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც ამაზე ახლა ილაპარაკებს, რადგან ეს ძალიან მწვავე სოციალური პრობლემაა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ადარდებს. ცხადია, კომპანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რადგან არ აქვს პასუხი იმაზე, გაიცა თუ არა შუქრუთის მოსახლეობაზე შესაბამისი კომპენსაციები", — განაცხადა სალომე შუბლაძემ
"ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელთა შეშინებაც შეიძლება"
ჭიათურა მენეჯმენტმა განცხადებებს თან საბანკო დოკუმენტები დაურთო, რომლებიც ასახავდა, რომ შუქრუთის მოსახლეობამ შეპირებული კომპენსაციები მიიღო.
მიუხედავად ამისა, ამ ფაქტს მომიტინგეები უარყოფენ და კომპანიას დოკუმენტების გაყალბებაში სდებენ ბრალს.
"ჩართეთ პროკურატურა, ჩვენ ყველა სახის დოკუმენტაციას მივაწვდით იმის გამოსაძიებლად, რომ კომპანია მანიპულირებს", — განაცხადა OC Media-სთან საუბარში შუქრუთის მკვიდრმა გიორგი ნეფარიძემ
სალომე შუბლაძის თქმით, კომპანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა გადარიცხვების გამოქვეყნებით, თითქოს ადგილობრივები დააკმაყოფილა, როცა საქმეში ჩახედული ნებისმიერი ადამიანისათვის ცხადია, რომ ადამიანების უმრავლესობა არ დაკმაყოფილებულა. მან ეჭვქვეშ დააყენა ისიც, იყო თუ არა ადეკვატური, სრული და სამართლიანი ის კომპენსაციები, რომლებიც გაიცა.
შუქრუთის მკვიდრმა ჯანიკო ლაბაძემ განუცხადა OC Media-ს, რომ ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმება 2021 წელს შედგა, რომელსაც კომპანია თავდაპირველად ასრულებდა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანს თანხა ჩაერიცხა, მისი თქმით, კომპანიამ კომუნიკაცია შეწყვიტა.
მოსახლეობა არამხოლოდ კომპენსაციას, არამედ მათი კერძო საკუთრებისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვან შეფასებას ითხოვს.
OC Media-სთან საუბარში ჯუბო ცუცქირიძე, რომელიც 27 დღეა შიმშილობს, აცხადებს, რომ ისინი სოფლისათვის მიყენებული ზიანის სრულ შეფასებას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსაგან.
ჯორჯიან მანგანეზმა OC Media-ს განუცხადა, რომ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილმა კერძო აუდიტის მიერ შეფასება მოითხოვა და "შესაბამისი კომპენსაცია" მიიღო. მათი თქმით, მათ, ვინც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებას ითხოვდა, მოგვიანებით ეს შეფასება უარყვეს.
კითხვაზე, თუ რატომ არ გამოაქვეყნა ჯორჯიან მანგანეზმა ბიუროს გადაწყვეტილება, კომპანიამ OC Media ჭიათურა მენეჯმენტთან გადაამისამართა.
ცუცქირიძე და სხვები შეფასების ნახვის ფაქტს უარყოფენ და მის გამოქვეყნებას მოითხოვენ, იმ პირობითაც კი, რომ დააბრუნებს ზედმეტ თანხას, თუ იმაზე მეტი აიღო, ვიდრე ეკუთვნოდა. მისი თქმით, კომპანიასთან მოლაპარაკებას მუდმივად ცდილობდნენ, თუმცა კომპანიას ეს არ სურდა.
"პირიქით, ისინი ხალხის დაშინებას ბევრნაირად ცდილობენ: შანტაჟით, ბავშვების შეშინებით, სამსახურიდან გათავისუფლებით, თუმცა ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელთა შეშინებაც შესაძლებელია", — განაცხადა ჯუბო ცუცქირიძემ
დემონსტრანტებმა არგუმენტების დასაპირისპირებლად კომპანიის წარმომადგენლები დებატებში არაერთხელ გამოიწვიეს. ხუთშაბათს ისინი მსვლელობით მივიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობამდე, მოითხოვეს დებატების ორგანიზება და პროტესტის ჯეროვანი დაფარვა. ჯორჯიან მანგანეზი მათ მოთხოვნას არ გამოხმაურებია.
პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან
ჭიათურა მენეჯმენტი გამოეხმაურა OC Media-ს მოთხოვნას და დასთანხმდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის პირადად ჩვენებას.
"2024 წლის თებერვლიდან ჭიათურა მენეჯმენტი, რომელიც უკრაინელი და ქართველი სპეციალისტებისგან შედგება, ჭიათურაში მადნის მომპოვებელ აქტივობებს ახორციელებდა. როგორც იცით, ჭიათურის საწარმოები წამგებიანია და, ამავდროულად, მანგანუმის ბაზარზე გლობალური კრიზისია. შესაბამისად, სიტუაციის გამოსასწორებლად და კრიზისის დასაძლევად, ჯორჯიან მანგანეზმა მოგვიწვია და ეს საწარმოები სამართავად გადმოგვაბარა. ჩვენი მიზანი ჭიათურის საწარმოების მენეჯმენტი, მოპოვების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ახალი პროექტების რეალიზებაა, რათა მადნის ამოღების პროცესი ეფექტიანად განხორციელდეს. მიუხედავად ამისა, მიმდინარე სიტუაციაზე დაყრდნობით, ბაზარზე გლობალური კრიზისის გათვალისწინებით, ჭიათურა მენეჯმენტს არ შეუძლია კონკურენტული პროდუქტის წარმოება, რაც ქმნის საფუძველს იმისა, რომ კომპანიამ ვერ შეინარჩუნოს დასაქმებულები და მათ ხელფასები ვერ გადაუხადოს", — განაცხადეს კომპანიაში
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
გადახედვა
-
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
-
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
გადახედვა
-
პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა
გადახედვა
-
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
-
Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს
გადახედვა
-
ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა
გადახედვა
-
"ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს! "ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს!
გადახედვა
-
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი? მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი?
-
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო
გადახედვა
-
კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება. ელენე ხოშტარია: არსებობს ქართული უპრეცედენტო ბრძოლა და ყველა წინაპირობა, რომ შევქმნათ — მესამე ქართული გამარჯვება. ამაში ორივე მაგალითი გვეხმარება.
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე შეავსე ქვიზი და გაიგე, Palitra L-ის რომელი ახალი საკითხავი დაგხვდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე
-
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
-
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები