წინ და წინ — განათლებისკენ — თეგეტამ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგმა კავკასიის უნივერსიტეტის სამ სტუდენტს სწავლა ერთი წლით დაუფინანსა. კომპანიამ სტიპენდია მასშტაბური კამპანიის წინ და წინ ფარგლებში გასცა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც სწორედ განათლების ხელშეწყობაა. სტუდენტების დაფინანსებისა და დასაქმების კუთხით თეგეტას არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, თუმცა კავკასიის უნივერსიტეტთან ასეთი პარტნიორობა პირველად შედგა.
თეგეტას სტიპენდიატები გასაუბრების საფუძველზე შეარჩიეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატება, მიზანდასახულობა, ხედვები და სამომავლო გეგმები - არჩევანი სწორედ ამ კრიტერიუმებით გაკეთდა. შოთა ილაშვილმა, მარიამ ტალახაძემ და თათია ნაცვლიშვილმა 100%-იანი სახელმწიფო გრანტი და კავკასიის უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება მოიპოვეს, სწავლის დარჩენილ საფასურს კი თეგეტა სრულად დაუფინანსებთ.
ვერიკო სუჯაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის აღმასრულებელი ოფიცერი: თეგეტას, როგორც წარმატებულ და განსაკუთრებული ისტორიის მქონე კომპანიას, საკუთარი წვლილი განათლების მიმართულებითაც შეაქვს. სტიპენდიატები, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ, გამოირჩევიან საკუთარი ხედვებითა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენი ახალი მასშტაბური კამპანიის წინ და წინ კონცეფციასთან. გვსურს, ამ კამპანიის ფარგლებში, ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ დამატებითი შესაძლებლობა მივცეთ. სწორედ განათლება და ახალგაზრდების ხელშეწყობაა თეგეტასთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც სხვადასხვა პროექტით ახორციელებს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს — წინ და წინ, განათლებისკენ სვლაში".
ფოტო: თეგეტა
თეგეტას ერთ-ერთმა სტიპენდიატმა — მარიამ ტალახაძემ სკოლა იმერეთის რეგიონის სოფელ კორბოულში წარმატებით დაამთავრა. სოფელში, რომელიც მოსახლეობისგან ნახევრად დაცლილია, მარიამი მშობლებს ოჯახური ბიზნესის მართვაში ეხმარებოდა. მისი მიზანი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის წარმატებით დასრულებაა, რათა რეგიონისა და სოფლის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ისწავლის შოთა ილაშვილიც. მან სკოლაში სწავლისას არაერთ კონკურსში მიაღწია წარმატებას. დამოუკიდებლად შეისწავლა გრაფიკული დიზაინის პროგრამები, თუმცა გაჩერებას არ აპირებს და სვლას წინ და წინ გეგმავს.
თათია ნაცვლიშვილი კი ოჯახს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ბავშვობიდან ეხმარებოდა. ოჯახური ბიზნესის შემოსავლებსა და ხარჯებსაც ადრეული ასაკიდან განკარგავდა. სწორედ ამ ფაქტმა გაუჩინა თათიას მოტივაცია — სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გაეგრძელებინა.
თამთა ბუთხუზი, კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი: "კავკასიის უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი მისიაა, განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი აბიტურიენტებისთვის, რომელთა პრიორიტეტი ხარისხიანი განათლების მიღება და კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბებაა. აბიტურიენტები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ უმაღლესი შედეგის მისაღებად და საქართველოს მასშტაბით საუკეთესოების სიაში ხვდებიან, CU-ში სრულიად უფასოდ ან თანადაფინანსებით სწავლობენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ასეთ მოაზროვნე, შრომისმოყვარე და ჭკვიან ახალგაზრდებს. დავეხმაროთ მათ როგორც პროფესიულ განვითარებაში, ისე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და რეალიზებაში. წლებია, ამ მიზანს ვემსახურებით და აქტიურად ვაგრძელებთ ვარსკვლავების აღმოჩენას, რაც საბოლოოდ ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულების კარიერული მიღწევებით და პროფესიონალიზმით იზომება".
განათლების მიმართულება რომ თეგეტასთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ამას კომპანიის შვილობილი თეგეტა აკადემიას საქმიანობაც ადასტურებს. მხოლოდ 2023 წელს აკადემიამ 250 ტრენინგი გამართა, მოქმედებს 3 ავტორიზებული პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულების 82% თეგეტა ჰოლდინგში დასაქმდა.
თუმცა თეგეტას სწრაფვა - ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს განვითარებაში, ამით არ სრულდება. სტრატეგიული მიმართულება კამპანიის წინ და წინ ფარგლებში ახალ ეტაპზე გადადის.
წინ და წინ - განათლებისკენ, წარმატებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ, ზრუნვისკენ, ინოვაციებისა და განვითარებისკენ! — „თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბური კამპანია კომპანიის 30 წლის იუბილეს უკავშირდება, რომელსაც ჰოლდინგი 2025 წელს აღნიშნავს. ამ კამპანიის ფარგლებში კომპანიამ, თავისი განვითარების გზასთან ერთად, წარმოადგინა სურვილი, რომ ფართო საზოგადოებამ ირწმუნოს ის, რაც თეგეტას გუნდმა 30 წლის წინათ დაიჯერა და მოკრძალებული მაღაზია საავტომობილო ინდუსტრიად და რეგიონის ლიდერ კომპანიად აქცია.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები