მამუკა ხაზარაძე

20 Sep. 2024, 17:36

"ჩვენ დავტოვეთ პრეზიდენტის სასახლე იმ განზრახვით, რომ მეორე დღეს უკვე უნდა მიგვეტანა ქალბატონ პრეზიდენტთან და გაგვეცნო საზოგადოებისთვის, ვინ იქნებოდა პირველი 20-ეული, 30-ეული და ა.შ. ამ განწყობით მივედ შეხვედრაზე გუშინ და ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელმაც ააყირავა მოლაპარაკებები იყო ბატონი ცუცქირიძის დილის ინტერვიუ, რომელიც აიყო სრულად არასერიოზული. თუ გვინდა რომ შევცვალოთ ხელისუფლება და გადავიდეთ დემოკრატიულ მართვაზე, უნდა მივეჩვიოთ, რომ კოალიციურ პარტნიორებს აზრის გამოთქმის უფლება აქვთ. ჩემი კოალიციური პარტნიორები — ანა დოლიძე, ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან ცუცქირიძეც პირისპირ შეხვდნენ პრეზიდენტს და ამის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს [გაერთიანება]არის საჭირო ქვეყნისთვის. შესაბამისად, რაიმე ინტერვიუ, რომელიც დასახელდა გაერთიანების ჩაშლის მიზეზად, უბრალოდ არასერიოზულია.

დღეს გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაეხვა გაერთიანებას. მათ შორის მან თქვა ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურად, სამართლებრივი გათვალისწინებით შეუძლებელია.

მე მას შევთავაზე, რადგანაც ჩვენ კონფლიქტური წარსულიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია, რომ ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი. თუმცა მერე მივხვდი გუშინდელ შეხვედრაზე, რომ მან ჩათვალა, რომ ვიღაცას უნდა ჩემი და მისი სიაში არ ჩაწერა და მე ეს ცალმხრივად არ შემითავაზებია. შესაძლოა მან ჩათვალა რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების ინიციატივას და ეს ასე არ არის და მე ვუთხარი, რომ როგორც კომპრომისი, მე მზად ვარ ეს პუნქტი შევცვალო და გუშინვე დავუდასტურე, რომ თუ მას სურვილი აქვს იყოს სიაში, იყოს სიაში, შესაბამისად მეც მასთან ერთად".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  2. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
  3. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
  4. საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
  5. "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რეგიონული განვითარების სამინისტრო უქმდება, მოქმედი მინისტრი კახაბერ გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის I მოადგილედ ინიშნება

რეგიონული განვითარების სამინისტრო უქმდება და მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილედ…