რუსული ოკუპაციის საპროტესტო აქცია ნიუ-იორკში გაიმართა
ფოტო: ლადო დარბაიძე
ნიუ-იორკში გაეროს შენობის წინ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ და რუსული აგრესია გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორი "თვისტომის" ასოციაციის დამფუძნებელი ნიკოლოზ ჩხეიძე და ნიუ-იორკში მცხოვრები სხვა აქტივისტები იყვნენ. საპროტესტო აქციაზე, ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი ნიკოლე მალიოტაკისი და ნიუ-იორკის საბჭოს კანდიდატი, პოლიციის კაპიტანი ჯოზეფ კონკანონიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც რუსეთს აგრესიის შეწყვეტისკენ და საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდეს.
"არა ოკუპაციას ნიუ-იორკიდან" - პატარა ქვეყნის გადაუჭრელი პრობლემის გამო მსოფლიო მეგაპოლისში, გაეროს შტაბ-ბინის მიმდებარე ტერიტორიასთან, ქართველი ემიგრანტები 2008 წლის შემდეგ ყოველ 8 აგვისტოს იკრიბებიან. "შეწყვიტეთ საქართველოს ოკუპაცია," "ჩვენ უნდა ჩავშალოთ პუტინის გეგმა რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი", "საქართველოს ტეროტორიის 25% ისევ ოკუპირებულია"- მსგავსი შინაარსის ბანერებით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, ყოველგვარი შეძახილების და ხმაურის გარეშე, მდუმარედ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციისთვის სამზადისი რამდენიმე კვირით ადრე სოციალურ ქსელში დაიწყო. ორგანიზატორები მონაწილეებს სთხოვდნენ საქართველოს დროშის ფერის ტანისამოსი ცმოდათ და აქციაზე პოლიტიკური შეხედულებების აფიშირებისგან თავი შეეკავებინათ. ეს უნდა ყოფილიყო შეკრება, სადაც ყველა საერთო სატკივარის წინააღმდეგ გაერთიანდებოდა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ასოციაცია "თვისტომის" დამფუძნებელი, ნიკოლოზ ჩხეიძე ამბობს:
"იდეა ამ ღონისძიების არის შეხსენება ყველასათვის, მათ შორის ჩვენი საზოგადოებისთვისაც, ჩვენი ხელისუფლებისთვის და სხვა ქვეყნების ოფიციალური წრეებისთვის, სხვა ქვეყნის საზოგადოებებისთვის, რომ ეს თემა- საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 2008-ში, უფრო სწორედ, დაიწყო 200 წლის წინ, მაგრამ 2008 წლის შემდეგ არ შეჩერებულა და ამ პორცესს შეაჩერებს მხოლოდ ერთობა და ერთად დგომა, არ აქვს მნიშვნელობა არც საგარეო, არც შიდა მრწამსს, აქ არის ლაპარაკი ქვეყნის ინტერესებზე, ამიტომ დღეს, როგორც ხედავთ დღეს, ყველა ერთად ვდგევართ და რუსულ აგრესიას ყველა ერთად ვაპროტესტებთ."
რუსული აგრესია წლევანდელ აქციაზე ქართველებთან ერთად შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირეს. აქციაზე განაცხადეს, რომ შეიქმნა ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი, რომლის მიზანი ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან უფრო აქტიური თანამშრომლობა იქნება. შეკრებაზე მისულ იმიგრანტებს რესპუბლიკური პარტიის ნიუ-იორკის მერობის კანდიდატმა ქალბატონმა ნიკოლე მალიოტაკისმა მიმართა.
"მე აქ იმისთვის ვარ, რომ მხარი დავუჭირო საქართველოს და ქართველ ხალხს ოკუპაციის წინააღმდეგ. მსურს, რომ მალე ვიხილო გაერთიანებული და სუვერენული საქართველო."
ნიუ-იორკის პოლიციის კაპიტანი, ქალაქის საბჭოს კანდიდატი ჯოზეფ კონკანონი, რომელიც გასულ წელს საქართველოშიც იმყოფებოდა, რუსეთის მიმართ უფრო რადიკალური განცხადებით გამოვიდა:
"მათ უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. ჩვენ გვჯერა რომ ის, რაც ხდება ამჟამად, ეს არის პუტინის და მისი ადმინისტრაციის ბოროტული განზრახვის განხორციელება. ის საერთაშორისო თანამეგობრობას და შეთანხმებებს არაფრად აგდებს, იპყრობს საქართველოს და უკრაინას. მას, პუტინს უნდა ესმოდეს, რომ არ უნდა დაარღვიოს მსოფლიო წესრიგი, რადგან როცა არღვევს უფრო აბრაზებს დანარჩენ მსოფლიოს და უფრო მეტი მიზეზი ჩნდება, რომ აქ ვიყოთ და მხარი დაგიჭიროთ."
საპროტესტო აქციაზე მწერალი დათო ტურაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც ემიგრანტებს მიმარათა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოსთვის და საერთოდ მსოფლიოსთვის, საქართველოს ოკუპაციის თაობაზე ყველა ხმა, ყველა განცხადება მნიშვნელოვანია.
ასოციაცია "თვისტომი" რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და მცოცავი ანექსიის შეჩერების მიზნით აქციების პერმანენტულად გამართვას გეგმავს და შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები იმიგრანტების გააქტიურებას აპირებს.
აქციის დროს გადაღებული ფოტომასალა On.ge-ის ლადო დარბაიძემ მიაწოდა:
ფოტო: ლადო დარბაიძე
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
-
შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა შსს: მგზავრობის საფასურის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა ტაქსის მძღოლი დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
კომენტარები