ნილს შმიდი

ნილს შმიდი

6 Sep. 2024, 14:37

"ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები დემოკრატიის მომავლისა და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელი გზით წავიდეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში, პატივს ვცემთ ამ არჩევნების კენჭისყრის შედეგებს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები აფასებენ დემოკრატიას და მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში. ასევე იცით, რომ მიმდინარეობს არიან საერთაშორისო დამკვირვებლების მისიების მომზადება და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით იმას, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები.

…მეორე გზავნილი ეხება ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკას — საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკით ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ არსებობს. ეს ძალიან ცხადია, ამის შესახებ ცხადად განაცხადა ევროკავშირმაც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით და შემიძლია გითხრათ, რომ ოთხი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, შეადგენს ბუნდესტაგის უმრავლესობას და შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამინდელი პოლიტიკით საქართველო გერმანიის ბუნდესტაგიდან ვერ მიიღებს მოლაპარაკებების გახსნის პროცესის დაწყებაზე თანხმობას".

ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ნილს შმიდმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  3. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  5. მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შაკირა მიწისძვრის შემდეგ კოლუმბიას ეწვია და დაზარალებულთა დასახმარებლად $1 მილიონზე მეტი შეაგროვა

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, შაკირა სამშობლოს — კოლუმბიას ეწვია. ლათინურამერიკელმა პოპვარსკვლავმა ჩოკოს…