იაგო ხვიჩია

5 Sep. 2024, 15:14

"ზოგადად, ასეთი ტიპის ბრალდებები არის უპასუხისმგებლო თავისი შინაარსით. იმიტომ, რომ როცა შენ ეუბნები, რომ ამ კაცს შენ გაუხეთქე გული, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ იცი ამ კაცს გულის პრობლემები აწუხებდა თუ არა, შენ იცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და პირდაპირ უკავშირებ რაღაც ერთ შემთხვევას, რომლის ასე დაზუსტებით თქმა, ჩემი აზრით, შეუძლებელია. ვიღაცას რაღაც შემთხვევაზე შეიძლება რაღაც დაემართოს, მაგრამ ამის გამო ადამიანების მკვლელებად გამოცხადება მინიმუმ უპასუხისმგებლობა. როგორც წესი, ეს ხდება პირიქით. ხელისუფლებას ადანაშაულებენ ხოლმე ასეთი ტიპის ზერელე დამოკიდებულებით და ახლა კურსი ხელისუფლებისგან არასწორია. არასწორია ამის გაკეთება, როდესაც საკუთარ განცხადებაზე მეტი პასუხისმგებლობა გეკუთვნის, როდესაც ადამიანს მკვლელობას დააბრალებ რომელიც ერთი შეხედვით, მკვლელი არ არის".

ამის შესახებ გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა და წყალტუბოში ქართული ოცნების მხარდამჭერის გარდაცვალებაზე მმართველი გუნდის განცხადებები შეაფასა. ამ საკითხზე ქართული ოცნების მთავარი გზავნილია: "ნაციონალური მოძრაობა კლავს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
  2. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
  3. "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
  4. საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
  5. საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დააკავეს პირი, რომელმაც საზღვარზე მალულად 246 857 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა

საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტ "სარფის" გავლით, ავტომანქანაში სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 246…