პარტიების განმარტება ფემიციდის კანონპროექტის კენჭისყრაზე არდასწრების შესახებ
კანონპროექტის მიღებას, რომელიც ინიციატორების თქმით, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, 10 ივნისის კენჭისყრისას 2 ხმა დააკლდა. სხდომაზე არ იმყოფებოდნენ თავისუფალი დემოკრატების, ნაციონალური მოძრაობისა და გირჩის დეპუტატები. პარტიები განმარტავენ მიზეზს, რატომ არ დაესწრნენ მნიშვნელოვანი კანონპროექტის კენჭისყრას.
ახალი პოლიტიკური ცენტრ გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, პარლამენტში ფემიციდის შესახებ კანონპროექტის განხილვაზე, თავისი პარტიის წევრების არდასწრებას ფეისბუკში განმარტავს. როგორც ჯაფარიძე წერს, გირჩი ხმის მიცემასა და ქუთაისში ჩასვლას საღამოს აპირებდა, თუმცა, ვინაიდან კენჭისყრა დღის პირველ ნახევარში შედგა, ისინი ვერ დაესწრნენ სხდომას:
"გირჩი აპირებდა ხმის მიცემას და ოთხივე მივდიოდით ქუთაისში ამ კანონისა და გერმანული საარჩევნო მოდელის მხარდასაჭერად. ჩვენ გუშინ გვქონდა კომუნიკაცია პარლამენტის აპარატთან და ვიცოდით, რომ დღეს გამოდიოდა ეს საკითხები ამიტომ, შესაბამისად ვიცოდით, რომ საღამოს იქნებოდა კენჭისყრები. არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ დღეს დილით ჩატარებულ ბიუროს სხდომაზე გადაუწყვეტიათ, რომ კენჭისყრები ჩაეტარებინათ შუადღისას".
ჯაფარიძე ასევე ამბობს, რომ აღნიშნულ კანონს შეეძლო ცნობიერება აემაღლებინა, მაგრამ რეალობას ვერ შეცვლიდა.
პარლამენტის სხდომაზე არდასწრების მიზეზს განმარტავს ნაციონალური მოძრაობის წევრი თინათინ ბოკუჩავაც. On.ge-სთან საუბარში მან განაცხადა, რომ ვინაიდან პარტია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, არ ესწრებიან პარლამენტის ვერცერთ სხდომას:
"ჩვენ ვართ ზოგადსაპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში. სამწუხაროდ, აქედან გამომდინარე, ვერ ვესწრებით საკომიტეტო მოსმენებსაც კი".
ბოკუჩავას თქმით, ფემიციდის საკითხს ხელისუფლებამ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა შეხედოს. მისივე აღნიშვნით, ხელისუფლების ქმედებები არათუ პრევენციულია ამ მხრივ, არამედ, პირიქით, ახალისებს მსგავს ძალადობრივ ქმედებებს.
"მე პირადად ძალიან დაინტერესებული ვარ და მივესალმებოდი ამ თემის განხილვას. სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე არ ვიყავით და ძალიან არაკონსტრუქციული პოზიციები გამოითქვა მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბატონი გედევან ფოფხაძის მხრიდან".
On.ge ცდილობს დაუკავშირდეს პარტია თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებს, თუმცა ამ დრომდე მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
რესპუბლიკელი დეპუტატების, თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ ინიცირებული კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის, როგორც ცალკე მუხლად განსაზღვრის შესახებ, პარლამენტმა 10 ივნისს ჩააგდო. პროექტს მხარსადაჭერად 50 ხმა სჭირდებოდა და 48 მიიღო.
ინიციატივის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დამატებოდა 1081 მუხლი: ფემიციდი - გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები