ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია

6 Aug. 2024, 13:08

სალომე ზურაბიშვილი რომ პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ახალი არაა. მე მას მოვუწოდებდი, ოლიმპიადას კარგად დააკვირდეს და მიხვდება, რომ ზედაბალი წონები ზემაღალ წონებს არასოდეს ერკინებიან. ეს ოლიმპიური თამაშების წესებით უბრალოდ აკრძალულია. პოლიტიკაშიც ანალოგიურად ხდება. ზედაბალი რეიტინგისა და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ისეთ გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია.

რაზე უნდა ესაუბროს ის ამ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, ვისაც უდიდესი ნდობა აქვს როგორც მის მხარდამჭერებში, ასევე ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში [...] შესაბამისად, ეს აბსოლუტურად ბეჩავი და არაადეკვატური სანახაობა იქნებოდა.

ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია. გუშინ, 5 აგვისტოს, პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული

ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ…