მაიკ პენსი ღირსეული პარტნიორის მონაწილე სამხედროებს შეხვდა
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მრავალეროვნული სწავლების - "ღირსეული პარტნიორი" მონაწილე სამხედროებს შეხვდა.
მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი" საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს. ამჯერად სწავლება გაცილებით ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მონაწილეობს.
„აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ურყევ პარტნიორობას და ვუთხრათ ქართველ მეგობრებს, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ჩვენ თქვენს გვერდზე ვდგავართ იმიტომ, რომ ქართული ანდაზა ამბობს - „ძალა ერთობაშია“. შესაბამისად, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით“.
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
პენსის თქმით, ის საქართველოში დონალდ ტრამპის დავალებით იმყოფება:
„აქ ვიმყოფები, რათა მადლობა გადაგიხადოთ იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს თავისუფლების დასაცავად უწევთ. თქვენ საუკეთესონი ხართ! აშშ და საქართველო საერთო ღირებულებებს იზიარებენ, რაც თავისუფლებისკენ სწრაფვას გულისხმობს“ - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა
მაიკ პენსმა ავღანეთში დაღუპული ქართველი მშვიდობისმყოფელებიც გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ხალხს მუდამ ემახსოვრება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააჟღერა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არცერთ ქვეყანას არ მიეცემა უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები.
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ქართულ და ამერიკულ სამხედრო ქვედანაყოფებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიესალმნენ.
„ჩვენი ქვეყნების შეიარაღებული ძალები გვერდი-გვერდ იმყოფებიან ქართულ მიწაზე ჩვენი ღირსების, უსაფრთხოების და თავისუფლების დასაცავად. ამიტომაც ბრძანდებით ღირსეულები და თქვენი პარტნიორობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისათვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სწავლების მონაწილე სამხედროებთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი და საქართველოს ელჩი ამერიკაში დავით ბაქრაძე.
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე სამხედროებთან შეხვედრით მაიკ პენსმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები