სახ.დეპის წარმომადგენელი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს "უცხოეთის აგენტების კანონი“ და სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები
ფოტო: Reuters
ამერიკის კონგრესში, საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით, გუშინ, 23 ივლისს, მოსმენა გაიმართა. ამერიკელი კანონმდებლები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უსმენდნენ, რათა განსაზღვრონ, რა პოლიტიკა უნდა გატარდეს საქართველოსადმი, რომლის ხელისუფლებამაც, როგორც თავად ამბობენ, ქვეყანა დემოკრატიულ გზას დააშორა.
მოსმენაზე მოწმეების სახით იკითხებოდნენ ჯოშუა ჰაკი და კრისტოფერ სმიტი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროდან და ასევე, ალექსანდრ სოკოლოვსკი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროდან.
ჯოშუა ჰაკიმ თქვა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
“ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია წარსულში არსებული დემოკრატიული გზიდან, რითაც ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი [საქართველო-ამერიკის] ორმხრივი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენა”,— თქვა ჰაკიმ.
საქართველოს ოქტომბრის არჩევნების წინ, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის მიზნით დანიშნულ შეხვედრაზე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი “უცხოეთის გამჭვირვალობის გავლენის კანონს”.
“მათ [საქართველოს მთავრობამ] მიღეს ანტიდემოკრატიული კანონი, მოახდინეს სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება, დაუშვეს ძალადობის ესკალაცია და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით და გაავრცელეს დეზინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ათწლეულებია მხარს უჭერენ საქართველოს”, — ამბობს ჯოშუა ჰაკი.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროდან დეტალურად ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რაც გასული ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას დაუწესა. მან, ასევე, განმარტა, რომ ამერიკის უმაღლესი დონის თანამდებობის პირებმა პირადად განუმარტეს საქართველოს ხელისუფლებას, რა შედეგები მოჰყვება მათ ქმედებებს.
ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია წარსულში არსებული დემოკრატიული გზიდან, რითაც ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი [საქართველო-ამერიკის] ორმხრივი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენა
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკა მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას გაყინოს 30 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება საქართველოსთვის. ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა თქვა, რომ პენტაგონი საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო წვრთნებს წყვეტდა.
მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუკი მთავრობა შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს:
“იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები თავიანთ ქმედებებს გადახედავენ, დააბრუნებენ საქართველოს თავის დემოკრატიულ გზაზე და შეასრულებენ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით [საქართველოს] ხელისუფლებას, რომ საუკეთესო გზა დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გამოსახატად არის “უცხოეთის გავლენის კანონის” უკან გაწვევა, არადემოკრატიული კანონების შეწყვეტა და იმის გარანტირება, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება”,— განმარტავს ჰაკი.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები